"მიქაუტაძის მსგავს პასს იშვიათად ვხედავდით" - გიორგის ოსტატობა როგორც იქნა დაინახეს

AutoSharing Option
8 ოქტომბრის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე "აიაქსში" პირველად ათამაშეს, მართალია ევროპა ლიგაზე "ბრაიტონთან" საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩში (0:2) მხოლოდ 12 წუთი აკმარეს, მაგრამ გულშემატკივრებს მაინც დაამახსოვრა თავი. კლუბის ფანების საიტი აღნიშნავს, რომ ქართველმა კომპლიმენტები დაიმსახურა.

"ტელაგრაფის" ჟურნალისტი მაიკ ვერვეი წერს, რომ მიუხედავად დამარცხებისა, ჯონ ვან ტ'სხიპის გუნდს გამონათებებიც ჰქონდა და ერთ-ერთი მათგანი ქართველი იყო. "Volkskrant"-ის ჟურნალისტი ვილემ ვისერსი მიქაუტაძის შექმნილ მომენტს იხსენებს:

"ასევე იმედის მომცემი იყო მოედანზე მცირე დროით სწრაფი გიორგი მიქაუტაძის შესვლა, რომელმაც ბურთზე პირველივე კონტაქტით სიღრმდინან ისეთი პასი გააკეთა,
რომლის მსგავსს ხუთშაბათს იშვიათად ვხედავდით".

მკითხველის კომენტარები / 3 /
რას დაამგვანეს აიაქსი ,ჯობია ცირკად გადააკეთონ მაყურებელი მაინც მივა
1
ფილიგრანული სიზუსტის პასი იყო,მაგრამ მარჯვენა ფეხით დარტყმას მოითხოვდა,პოზიცია.პასის ეტყობა ცაცია ადრესატმა კი,მარცხენათი მოისურვა დარტყმა და საამისოდ,უცნაური,მრუდი ტრაექტორიით წავიდა ბურთისაკენ.შედეგად დრო დაკარგა და მცველმა,ხელის შეშლა მოასწრო.
სოსო
21:29 10-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული