ჟირონდული გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 1 გოლი და 3 საგოლე პასია.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და ვიპოტნიკის პასით ნდიმბამ დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დავითაშვილმა ვიპოტნიკს კარგი გადაცემა გაუკეთა და მან „ბორდო“ წინ გაიყვანა. შესვენების შემდეგ ვიპოტნიკმა დუბლი შეასრულა, მწვრთნელმა რიერამ კი ზურიკო 72-ე წუთზე შეცვალა.
„ბორდომ“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 15 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და ორი გასვლითი შეხვედრა ელის: 17 ნოემბერს თასზე ქვედალიგურ „კანე ან რუსილონთან“ და 25 ნოემბერს ჩემპიონატზე „პარიზთან“.
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ანსი 3:1
გოლები: 1:0 დიასი (16), 1:1 ნდიმბა (30), 2:1 ვიპოტნიკი (45+1), 3:1 ვიპოტნიკი (58)