სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა

AutoSharing Option
გაბრიელ სიგუა, რომელმაც შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში "ბაზელს" "ივერდონთან" გამარჯვება მოუპოვა, დღეს "სერვეტთან" გასვლით მატჩში გააძევეს.

მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ სიგუა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ქართველი დებიუტში გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, მე-18 წუთზე კი მეტოქის მცველს ბრედლი მაზიკუს ეუხეშა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

კაცნაკლულმა "ბაზელმა" დაწინაურება მოახერხა, თუმცა შემდეგ ოთხი გოლი გაუშვა 1:4 და დამარცხდა.

"ბაზელი" 8 ქულით აუტსაიდერია და 26 ნოემბერს "სენტ გალენს" უმასპინძლებს. გაბრიელს დისკვალიფიკაციის გამო ამ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

სიგუა საქართველოს ნაკრების
მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბერში ჩასატარებელი თამაშებისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს არის გაძევების სერიოზული საფუძველი???
ვიდეო
https://youtu.be/u6moIXIWoBw?si=FxJkdVvB4jvgX3TP
ქ. გ.
13 ნოემბერი 2023 07:29
0
ძალიან ცუდი დღე ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს!!
სოსო
13 ნოემბერი 2023 00:44
0
არ ვიცი,მსაჯმა რა დაინახა, მაგრამ მე რაც დავინახე, მაგაზე ბევრი მსაჯი ყვითელსაც არ იძლევა... ფაქტია, ეს ჩემის შვეიცარები და ბენილუქსები ისე გვიყურებენ, როგორც ისლამურ სახელმწიფოს და ალბათ, არც გაუგიათ, რომ კანდიდატობის რეკომენდაცია მოგვცეს...
დდდ
12 ნოემბერი 2023 23:22
5
მართლა მძიმე კვირა იყო, იმედია კვირა და არა თვე.დ
ეეე
12 ნოემბერი 2023 22:32
0
გიორგი რატომ არის კაცს გაბრიელი ქვია
Gorg
12 ნოემბერი 2023 21:53
0

სიახლეები პოპულარული