სიგუამ გამარჯვების გოლი გაიტანა და სახლში ავტობუსით დაბრუნდა - ქართველმა ფანები აღაფრთოვანა

AutoSharing Option
გუშინ "ბაზელმა" "ივერდონი" გაბრიელ სიგუას 85-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა. ამ გუნდს შვეიცარიის ჩემპიონატზე 8 ქულა აქვს და 4 18 წლის ქართველმა მოუპოვა, რომელიც შეცვლაზე მეორე ტაიმში შეჰყავთ.

bzbasel.ch აღნიშნავს, რომ სიგუამ გულშემატკივრებს თავი შეაყვარა და Geo Team-ის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ გაბრიელი ნამატჩევს სახლში ავტობუსით ბრუნდება. გამოცემა წერს, რომ ეს ფაქტი სოციალურ ქსელებში განხილვის თემა გახდა და ფეხბურთელმა ქომაგების კიდევ უფრო მეტი სიმპათია დაიმსახურა.

იმედია, "ბაზელის" ახალი მწვრთნელი ფაბიო ჩელესტინი სიგუას მეტ ნდობას გამოუცხადებს, მეტ სათამაშო დროს
მისცემს და ის კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შვეიცარიაში რო საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვთ ნამგზავრი არ იქნება თბილისში და ეგეთი საშუალება არც უნდა გაუშვა ხელიდან ტრამვაი ტროლეიბუსი და იქნება და ტარება არ იცის ან უფლება არ აქ მართვის მოწმობის ქონის ჯერ შვეიცარიაში
ნოდო
15:41 07-11-2023
0
ზოგჯერ,კარგ ხასიათზე ყოფნისას ან კეთილი ხუმრობებისას გვიყვარს ხოლმე სიამაყით ჩვენი კუთხური წარმომავლობის,კუთხურობის ხაზგასმა,-აი,მე რაჭველი ვარ,კახელი,გურული,იმერელი,მეგრელი,სვანი,მოხევე თუ მთიულიო...".არაფერია ამაში დასაძრახი,დასაცინი ან დასაბღვერი.ბუნებრივად,ისტორიულად ჩამოყალიბებული სასიკეთო რეალობაა ეს.მთავარია,რომ ჩვენ ყველანი ერთი ერის,ერთი ქვეყნის,- ძვირფასი და საყვარელი საქართველოს ერთგული და მოყვარული ქართველები ვართ და უნდა ვიყოთ მარადჟამ!!!
მაო
13:58 07-11-2023
0

სიახლეები პოპულარული