"მაცარი "კვარაშოუს" ყურადღებით აკვირდებოდა - იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 2:2 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლის შესრულება მოახერხა. "კვარას" შესახებ იტალიური გამოცემა Areanapoli წერს და აღნიშნავს, რომ ამ მატჩს "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ყურადღებით აკვირდებოდა.

"ვალტერ მაცარი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩს ყურადღებით უყურებდა და სავარაუდოდ, გარკვეული დასკვნებიც გააკეთა. მართალია, შუა სეზონში გუნდის ახალ ტაქტიკაზე გადაწყობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა 3-5-2 სქემაში კვარაცხელიას ცენტრფორვარდად მოსინჯვა, შესაძლოა, "პარტენოპეის" გაუმჯობესების მთავარი გასაღები გახდეს. ვნახოთ, მიიღებს
თუ არა ამ გადაწყვეტილებას მაცარი სანაკრებო შესვენების შემდეგ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 25 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
თავით თამაში არ იცის საერთოდ, ორთაბრძოლებს ჰაერში ვერ იგებს, დაჟე ერიდება შესვლას და ცენტრ ფორვარდარ როგორ ფიქრობთ, არ გაუჭირდება? წარმოიდგინეთ, კუთხურებზე, სტანდარტებზე რომ საერთოდ ვერაფერს იზავს. რონალდო რო ფლანგიდან ცენტრში გადაწიეს, თავით თამაში იცოდა და უფრო ჯანზეც იყო. რავი თავდამსხმელის უკან (სს-ად ანუ სექონდ სთრაიქერად) უფრო ჯობია ვიდრე ცენტრ ფორვარდად
zuka
12:26 17-11-2023
17
არაა პრობლემა ტაკტიკის შეცვლა ხვიჩასათვის, ის ერთგვარ ცრუ ფორვარდად ითამაშებს ნაპოლიში და მისი სქილების წყალობით და ასევე, თუ როგორ კარგად შეუძლია ხვიჩას თავისუფალი სივრცეების მოძებნა მინდორზე, მას პრობლემებს არშეუქმნის ახალ პოზიციაზე ადაპტირებას...
ვახო...
17:28 17-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული