"სამწუხაროა, რომ შოტლანდიელი ბებია ან ბაბუა არ ჰყავს" - შოტლანდიური გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

AutoSharing Option
შოტლანდიური მედია საქართველოსა და შოტლანდიას შორის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს (2:2) გამოეხმაურა.

The Scotsman-ი აღნიშნავს, რომ მათ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ძალიან გამოადგებოდა.

"ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა ის, რაც სტივ კლარკის გუნდს მომავალი ზაფხულისთვის ჰაერივით სჭირდება. სამწუხაროა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბებია ან ბაბუა დანუნიდან (შოტლანდიური ქალაქი), ან რომელიმე ჩვენი სხვა რეგიონიდან.

რამდენად გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, კვარაცხელიამ 22 წლის ასაკში საკუთარ ნაკრებში უკვე 27 მატჩი ჩაატარა, "ნაპოლის" გარემარბმა შოტლანდიასთან მატჩში დუბლი შეასრულა და ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე
თვალსაჩინო ტალანტია.

ალბათ, შოტლანდია არაფერს დაიშურებდა, რომ მომავალ ზაფხულს მისი თვითმფრინავით გერმანიაში წაყვანა შეეძლოს, სწორედ კვარაცხელიაა ის, ვინც სტივ კლარკის გუნდს ასე ძალიან აკლია. სამწუხაროდ, ეს ბოლო თამაშმაც დაადასტურა. ხვიჩა გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია, ვიდრე ჰარვი ბარნსი, არც ეს უკანასკნელია ცუდი მოთამაშე, თუმცა "ქართველი მაესტროსგან" განსხვავებით, მას ფეთქებადი ძალა აკლია. ზოგადად, ევროპაში კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები ძალიან ცოტანი არიან.

შოტლანდიასთან მატჩში კვარაცხელია დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლებული იყო, მან ჩვენთვის პრობლემების შექმნა პირველივე წუთებიდან დაიწყო, თუმცა შოტლანდიამ გაძლო. მაკტომინეიმ დიდი მსხვერპლი გაიღო, ლოურენს შენკლენდმა კი შეგვახსენა, რომ მცირე შანსის გოლად გარდაქმნა შეუძლია და ევრო 2024-ზე საკუთარი ქვეყნისთვის ადგილი დაჯავშნა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

alt"მაცარის მოთხოვნა კვარაცხელიას" - რას წერს იტალიური მედია

alt"ბელინგემს ჩემს ნათქვამზე გაეცინა... ლეაოზე ეს ისტორია ბევრმა არ იცის" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

alt"გვსურს ესპანეთთან დავამტკიცოთ, რომ წინა მატჩში არ გაგვიმართლა" - კვარაცხელიას და ქოჩორაშვილის კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 26 /
ჰარვი ბარნსი-ს ფეთქებადი ხასიათი რამ მისცა, მეგრელი ხო არაა. :)))
ჰაჰ
19 ნოემბერი 2023 23:10
2
იცით რას ნიშნავს ეგ, საქართველოს რაში ჭირდებაო რა უნდა საერთოდ საქართველოშიო არ ჯობია ისევ ჩვენ დაგვამშვენოსო, არ აღიარებენ საქართველოს და ჩვენ რომ ასეთი ვარსკვლავი გვყავდეს მაგასაც არ თვლიან საჭიროდ. ხვიჩა რომ სხვა "დიდი ქვეყნიდან" იყოს მაგის დაწერას კი ვერ გაბედავდნენ, ოცნებასაც კი. იმიტომ რომ იმ სხვა ერებს აღიარებენ, ისინი დონეები და საფეხბურთო ერებია მაგათ თვალში. საქართველოს უყურებენ როგორც აი ალბანეთი, ბოსნია, პარაზიტი უაზრო ერები ძალიან რომ ცდილობენ რაღაცას, 100 წელიწადში ერთხელ დიდი ფეხბურთელი რომ გამოერევათ და რომ შესციცინებენ კანკალით...
bidzia
20 ნოემბერი 2023 09:55
0
პრობლემაა ერთი "ცნობა" გამოაცხონ?
ჯონდო
19 ნოემბერი 2023 14:32
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული