"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში "ბურთი და მოედანი" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. სალუქვაძის თქმით, თუ მიქაუტაძეს "აიაქსში" მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამისთვის უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს.

ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე "აიაქსში" რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.

იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა "ალმერესთან" 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ "ალმერესთან"
10 ნომერზე რომ დაგაყენებენ... მე რომ "აიაქსის" მაისური ჩამაცვან "ალმერესთან", მეც მომინდება, რომ ერთი-ორი კაცი მოვატყუო, რადგან "აიაქსის" მაისური მომცემს რაღაც სტიმულს.

მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები... თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც "ფორესტ გამპი" მოვიდაო.

არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში "ალმერესთან" "აიაქსის" მაისურით და შეგცვალა, მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა "აიაქსმა" ჩემზე ითამაშოს... ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი", - განაცხადა სალუქვაძემ.

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

alt"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
მე თქვენ უფრო ძლიერი ჟურნალისტი მეგონეთ ფეხბურთი მარტო ფეხი და ბურთი არაა ახალგაზრდა კაცს ფსიგოლოგიური მდგომარეობა დაუმძიმეს რაც ერთერთი ყველაზე მნიშვლენოვანი კომპონენტია ახალ გუნდში გადასული ფეხბურთელისთვის.
გიორგი
19 ნოემბერი 2023 12:05
10
ალკოჰოლიკი რომ სხვის პროფესიონალიზმზე ისაუბრებს , თანაც მენტორული ტონით !! შენ ეტყობა დინამოში ფაფხურის პერიოდიდან დაიჯერე , რომ საფეხბურთო მენეჯმენტის მონსტრი ხარ ხოო ? მოდი რა ისევ ტოტალიზატორს მიხედე , იქნება რამე მოიგო და დაგვასვენო შენი შეგონებებით ყველა !
ATP 16
19 ნოემბერი 2023 12:53
19
აი, ზუსტად.
არდილეს
19 ნოემბერი 2023 13:03
6
ლევან, მე მინახავს თამაშები თქვენ წარმოიდგინეთ ნაკრების დონეზეც, რომ ერთ ფეხბურთელს კი არა მთელ გუნდს რომ არ დაურტყავს კარში. ამით ფეხბურთელის თამაში არ ფასდება.
ჟორა
19 ნოემბერი 2023 12:37
7
გასაგებია, აიაქსის და ნიდერლანდების ფანი ხარ, მაგრამ ასეც არ შეიძლება. ადამიანს ათ ნომერზე არასდროს უთამაშია, დავიწყოთ ამით. მერე პასიო და მე შენ გეტყვი ისე იხსნებოდნენ რომ რა ვიცი ... რას აპრავებ, ხომ ცხადია რატომაც არ ათამაშებენ თავის პოზიციაზე, იციან რომ გაიტანს და გამოჩნდება, რომ ბრობს ჯობია, ბრობი კი თავისია,ნიდერლანდის ნაკრებში მოიაზრებენ. მიქაუტაძეს არაფერი ესაქმება მაგ უკლასო და უაზრო გუნდში. დროზე უნდა წავიდეს მაქედან!
არტ
19 ნოემბერი 2023 13:13
4
ლევან სალუქვაძე, ნელ-ნელა ემსგავსება "დიიიიდ ეეეექსპერტს" ხუხაშვილს! თქმა რა ადვილია არა ლევან? როცა მწვრთნელი არ გაძლევს ძირითადში თამაშის უფლებას და სადღაც ბოლო წუთებზე შემოგყავს მოთამაშე, ისმის კითხვა: ამ დროს ფეხბურთელმა როგორ უნდა ითამაშოს? მას უკვე დაკარგული აქვს ხალისიც, სტიმულიც, თამაშის ჟინიც და საერთოდაც თამაშის სურვილიც. ასეა და ეს უნდა დაინახო ლევან! რა ცოტა მაგალითები ვიცით როცა მწვრთნელებს ნიჭიერი ფეხბურთელები გაუფუჭებიათ, თავიანთი ახირების და გამო? მაგ: უნიჭიერესი ფეხბურთელი კოუტინიო ფაქტიურად სკამზე დასვეს, იგივე ბეილი და აზარიც და რა ვიცი ვინ აღარ. უმეტეს შემთხვევაში მვრთნელების ბრალიცაა!
ობიექტური უნდა იყოთ.
19 ნოემბერი 2023 14:19
14
შე კაი დედმაისშვილო, 3 თვე რომ სკამს არ აგაცილებენ, ფსიქოლოგიურ წბეხში ყავხართ, არიქა სპორტულმა დირექტორმა შენზე მაყუთი აკეთა და კორუფციაში ხარ ჩაბმულო, მერე უცბად ძირითადში დაგაყენბენ რაარის გასაკვირი რომ ვერ ეთამაშა ? ეს კიდე გამოდის და მორალს უკითხავს. მიცენ კიდე თამაშები და ნახავ როგორ არ გაიხსნება და ამის ჯინაზე უნდა ქნას და დააყაროს თავზე პასები და გოლები, ლევან გაგვიცრუე იმედიბი, რაღაცით უკვე მეტრველს და სანაიას ემსგავსები.
QT
19 ნოემბერი 2023 12:18
11
ამან ისევ ზაპოი აიკიდა?
ჩელენჯერი
19 ნოემბერი 2023 14:14
9
ამას ზაპოები აქვს? არ გამიკვირდა, სულ რა აწუწუნებს მეთქი. თურმე შარაფშია და ბაზრობს რა, რას ბაზრობს...
ბბბ
19 ნოემბერი 2023 22:58
1
ხანდახან სწორს ამბობს ეს კაცი ხანდახან ძალიან სხვაგან იყურება! ეს ეხლა სოეციალურად დუხზე რო ააგდოს იმიტო თუ ილაპარაკა ასე მაშიკ კარგი ბატონო, მაგრამ თუ მართლა მასე ფიქრობს ძალიან ცდება, რა იცი შენ რა მდგიმარეაობა გუნდში? აიაქსია მთლიანად მორღვეული, დაყოფილია გუნდი შიგნიდან ალბათ, ჩვენც ვუყურებთ და ვხედავთ რო ძალიან ცოტა პასი მისდის, პლიუს თავისი პოზიციაზე არ არის, შიდა კონკურენციიის პრობლემა აქვთ ტიპებს, არ მიცე პასი ან ცუდი პასი მიცე რომ ვერ გაინძრეს და არ გამოჩნდეს, გაიქცე რა გიჟი ხომ არაა , აფსაიდში სად გაიქცეს უბურთოდ, თავდამახმელო კიდე დაცვაში რა უნდა? როცა გუნდს გოლის გატანა ჭირდება და თან ბოლო წუთებია! ამას ფარდა შენ თუ რომელიმე აიაქსის ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ხარ და თვლი რიმ ის ბრობოა თუ ვიღაცა დარბის და ფეხბურთს თამაშობს მაშინ რავიცი, აღარც ღირს კამათი, დაე გეგონოს მასე როგორც ფიქრობ:დ! / ცოტა ასაკის ბრალი მგონია ეს ღვარძლიანი წაკმენები ამ კაცისგან!
ვასილი
19 ნოემბერი 2023 13:31
5
მიქაუტაძე მაგარი თავდამსხმელია და ამას მალე დაანეხებს ყველას აიაქსშიდაც და საქართველოშიც უთამაშებლობამ დაღი დაასვა მაგრამ დამერწმუნეთ სულ სყვა ყაიდაზეა გაზრდილი ევროპაში და მაგის გატეხვა ასე იოლი არ არის. როგორც ეს ზოგზოგიერთებს გონიათ.ის ბოლომდე იბრძოლებს აიაქსის ძირითადში რო მოხვდეს ფორვარდათ თან არა ათიანზე მისი ადგილი ეს არ არის. წარმოიდიგინეთ ახლა შოთა არველაძე რო ათიანზე ეთამაშებინათ რა გამოუვიდოდა არაფერი.მიქაუტაძეც სუფთა სისხლის და ასევე ცივ სისხლიანი ფორვარდია როგორიც შოთა იყო.ის აიაქსიდან არსადაც არ წავა.
ქომაგი
19 ნოემბერი 2023 12:36
7
ლევან, 10 ნომრიან მიქაუტაძეს რამდენჯერ მისცეს თანაგუნდელებმა პასი, დაითვალე?
III
20 ნოემბერი 2023 01:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული