"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში "ბურთი და მოედანი" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. სალუქვაძის თქმით, თუ მიქაუტაძეს "აიაქსში" მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამისთვის უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს.

ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე "აიაქსში" რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.

იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა "ალმერესთან" 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ "ალმერესთან"
10 ნომერზე რომ დაგაყენებენ... მე რომ "აიაქსის" მაისური ჩამაცვან "ალმერესთან", მეც მომინდება, რომ ერთი-ორი კაცი მოვატყუო, რადგან "აიაქსის" მაისური მომცემს რაღაც სტიმულს.

მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები... თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც "ფორესტ გამპი" მოვიდაო.

არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში "ალმერესთან" "აიაქსის" მაისურით და შეგცვალა, მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა "აიაქსმა" ჩემზე ითამაშოს... ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი", - განაცხადა სალუქვაძემ.

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

alt"ოლიმპიადა გაცვალეთ კვიპროსის სამ ქულაში! ოცნებების სასაფლაოა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ცხოვრება" - ლევან სალუქვაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
მე თქვენ უფრო ძლიერი ჟურნალისტი მეგონეთ ფეხბურთი მარტო ფეხი და ბურთი არაა ახალგაზრდა კაცს ფსიგოლოგიური მდგომარეობა დაუმძიმეს რაც ერთერთი ყველაზე მნიშვლენოვანი კომპონენტია ახალ გუნდში გადასული ფეხბურთელისთვის.
გიორგი
12:05 19-11-2023
10
ალკოჰოლიკი რომ სხვის პროფესიონალიზმზე ისაუბრებს , თანაც მენტორული ტონით !! შენ ეტყობა დინამოში ფაფხურის პერიოდიდან დაიჯერე , რომ საფეხბურთო მენეჯმენტის მონსტრი ხარ ხოო ? მოდი რა ისევ ტოტალიზატორს მიხედე , იქნება რამე მოიგო და დაგვასვენო შენი შეგონებებით ყველა !
ATP 16
12:53 19-11-2023
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული