კვარაცხელიამ გაიტანა - "ნაპოლიმ" ბერგამოში მძიმე მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია სერია A-ს მეცამეტე ტურში „ნაპოლიმ“ ახალი მწვრთნელის მაცარის ხელმძღვანელობით გასვლაზე „ატალანტას“ 2:1 მოუგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ყველა ტურნირზე კი 9+5 საგოლე მოქმედება.

პირველ ტაიმში თავიდან თანაბარი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მასპინძლები მეტოქეს სივრცეებს უნარიანად უზღუდავდნენ და მომენტებს არ აქმნევიდებდნენ. „ნაპოლის“ პირველი რეალური შანსი 33-ე წუთზე მიეცა, რაჰმანიმ თავით გაიტანა კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შემდეგ ოლივეირამ ტრავმა მიიღო, რომელიც ჟუან ჟეზუსმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მარიო რუიც
ტრავმირებულია და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებების წინ ნეაპოლური გუნდი მარცხენა მცველის გარეშე დარჩა. კვარაცხელიას სკალვინი ყურადღებით მეურვეობდა და სამჯერ წააქცია. 44-ე წუთზე კი ხვიჩამ დი ლორენცოს პასით "ნაპოლი" დააწინაურა. მან ნეაპოლურ კარიერაში მეორედ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი თავით.

შესვენების შემდეგ ბერგამოელები გააქტიურდნენ და ლუკმანმა ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე რასპადორი და პოლიტანო ოსიმენმა და ელმასმა შეცვალეს. ტრავმამორჩენილმა ნიგერიელმა 8 ოქტომბრის მერე პირველად ითამაშა. აქედან მოყოლებული „ნაპოლიმ“ ინიციატივა დაიბრუნა. ხვიჩას ჰატებური ეუხეშა და საბედნიეროდ „კვარა“ ტრავმას გადაურჩა. თამაში გახალისდა, პაშალიჩის გოლისას თამაშგარე დაფიქსირდა. 79-ე წუთზე ოსიმენმა მეტოქის პასი ჩაჭრა, ელმასს გადაცემა გაუკეთა და მან „ნაპოლი“ წინ გაიყვანა.

კომპენსირებულ დროში კვარაცხელია ჰატებურმა ისევ წააქცია და მსაჯმა ისევ არ მიაქცია ყურადღება, ანგარიში კი არ შეიცვალა ნეაპოლელებმა და გამარჯვება მოიპოვეს.

„ნაპოლი“ 24 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა - ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (44), 1:1 ლუკმანი (53), 1:2 ელმასი (79)

მკითხველის კომენტარები / 26 /
გენაცვალე ხვიჩა❤️ წინ და წინ ჩვენო ბიჭო!!! უფალი გფარავდეს
ნამდვილი გულშემატკივარი
23:11 25-11-2023
2
კვარას, ორჯერ ძალიან მტკივნეულად დააბიჯეს ფეხზე,მაგრამ მსაჯმა,ორივეჯერ სრულიად გულგრილად დატოვა,ეს დარღვევები.გაფრთხილება კი არა,ჯარიმაც არ დანიშნა.ამის მერე,იტალიასთან უკრაინის თამაშში,მცირე კონტაქტზე,პენალტი როგორ არ დანიშნაო,უკვირთ!
ნაპოლის ძალიან ბევრი თვალში საცემი ნაკლი და შეცდომა ჰქონდა თამაშში,მაგრამ გუნდი იბრძოდა და გამარჯვება სურდა.ოლივერას ტრავმამ,ძალიან დაასუსტა,ისედაც სუსტი ნაპოლის დაცვის ხაზი.ჟესუსი,დაცვის ცენტრში სუსტად თამაშობს და მიუჩვეველ ფლანგზე,რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაუჭირდა.ნაპოლის მიერ გაშვებული გოლის ეპიზოდშიც,მანისე ითამაშა,როგორც ცენტრალური მცველი ითამაშებდა,განაპირა მცველის დასაზღვევად.ცუდი ისაა,რომ დასაზღვევი ფლანგის მცველი,თვითონ ჟესუსი უნდა ყოფილიყო და სხვას დაეზღვია.ჩამწოდებელს,უამრავი დრო ჰქონდა,სიტუაცია შეეფასებინა და როცა საჭირო იყო,პასიც თავისუფლად გაეკეთებინა.ჰოდა,მანაც ზუსტად ჩააწოდა.მაცარის დებიუტი,წარმატებული გამოდგა და ატალანტაში ამის გაკეთება,არავისთვისაა ადვილი.ხვიჩას გოლზე არაფერს ვიტყვი,საქართველკოს ნაკრებში გატანილის მსგავსად,მეორე ფლნგისაკენ გადავიდა და შეტევა ჩაკეტა/თავით,ეს სულ მეორე გოლია,ნაპოლიში და ერთიც რუბინში აქვს გატანილი.გუნდებმა თითქმის მთელი თამაში,პრესინგით ითამაშეს და ხვიჩა,ძალიანაც დაღლილი ჩანდა,მატჩის შემდეგ.ამის შემდეგაც,სამი უმძიმესი მატჩი ელის,ნაპოლის და წარმატებებს ვუსურვებ.იმედია,მომდევნო მატჩში,მარიო რუი მაინც დაბრუნდება,თუ ოლივერამ ტრავმა,ერთ თვეში მაინც მოირჩინა,გამართლება იქნება.მგონია,რომ აქაც ჯვარედინი მყესების ტრავმა იყო და ეს ტრავმა რას ნიშნავს,ქართველი გულშემატკივრებისთვისაც ძალიან ნაცნობი იქნება.დაცვაში,რუიც სუსტია,მაგრამ ჟესუსთან შედარებაც კი არ შეიძლება.ასე რომ რეალთან ხვიჩას ფლანგი,განსაკუთრებული დაწოლის ქვეშ იქნება და ხვიჩასაც ძალიან დიდი ჯაფა დაადგება,დაცვის დასახმარებლად.იმედია შესძლებს და გაუძლებს.
სოსო
00:07 26-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული