ბუდუს თითქმის არ ათამაშებენ და მაინც დუბლი შეასრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეთოთხმეტე ტურში "კარლსრუემ" საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგი" 4:1 დაამარცხა და ამ მატჩში თავი მასპინძელთა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა.

ზივზივაძე 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო და დუბლი შეასრულა.

ბუდუს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და აქამდე მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი.

"კარლსრუემ" ჩემპიონატზე სამმატჩიანი მოუგებელი სერი შეწყვიტა, 16 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 3 დეკემბერს "ჰანზას" მიიღებს.

კარლსრუე. "BBBank ვიდპარკი". 25 966 მაყურებელი
კარლსრუე - ნიურნბერგი 4:1
გოლები: 1:0 ნებელი (1), 1:1 უზუნი (60), 2:1 შლეუსენერი (70), 3:1
ზივზივაძე (89), 4:1 ზივზივაძე (90+4)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბუდუმ, ჩაკვემ, ჟორჟმა და ზურიკომ ხვიჩას გარეშეც უნდა დაამარცხონ ლუქსემბურგი! ის ბუდუ ჩემი აზრით სერია ა შიც არ დაიკარგებოდა, კონკრეტულად მეორე ათეულის გუნდებში ძირითადში ითამაშებდა!
რობი
13:29 27-11-2023
1
ნაკრებში რატომ არ აყებეს თავიდან მიკვირს, მითუმეტეს კარგად შეეწყობა კვარას და ჩაკვეს, გატანის გარდა , გათამაშებაც იცის პერტნიორთან, დაცვის დამანგრეველია.
თბილისელი
12:11 27-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული