კარვახალი კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადება - "რეალის" მცველმა მატჩის წინ ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ნაპოლი" გასვლაზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "სამეფო გუნდის" მცველმა დანი კარვახალმა "პარტენოპეის" ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"თავს მშვენივრად ვგრძნობ. თავდაჯერებული ვარ და მთლიანად "ნაპოლისთან" შეხვედრაზე ვარ კონცეტრირებული. მომიწევს, ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვაჩინო და გუნდი კარგად დავიცვა, რადგან ისეთი ძლიერი ვინგერის წინააღმდეგ მომიწევს თამაში, როგორიც კვარაცხელიაა", - თქვა კარვახალმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება თბილისის დროით უკვე 30 ნოემბრის თარიღით, 00:00 საათზე დაიწყება. 

altკვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "რეალთან" ბრუნდება - ხვიჩა არენაზე, სადაც თამაშზე ერთ

დროს ოცნებობდა!..
მკითხველის კომენტარები / 10 /
სულ ტყუილად იკლავდა თავს ნერვიულობით, ხვიჩამ ძალიან მოუკლო და საჭიროა მეტად იმუშაოს მის თავზე. ძალია დიდი ვარდნა აქვს და ამიტომ ეს ცუდი სიგნალია, ახლო მომვალში შესაძლოა გაუშვან კიდეც, ფაქტიურად ვერც ვერაფერს აკეთებს საშუალო მცველთანც კი.
გულშემატკივარი
30 ნოემბერი 2023 11:07
1
მაგარია ! 10 წლიოს წინ წარმოვიდგენდით რომ რეალის (!!) ფეხბურთელი ქართველის წინააღმდეგ სათამაშოდ სპეციალურად ემზადება !!
zura222
29 ნოემბერი 2023 20:30
0
დღეს ფეხბურთის "ლა სკალაში" ხვიჩას სპექტაკლს ველოდები.
მეგრელი
29 ნოემბერი 2023 20:12
0
რად გინდათ სიტყვა "ათრია", დიდ ფეხბურთელებს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს.

სამართალი
29 ნოემბერი 2023 19:16
0
რა მახსენდება იცით?!როცა გაუჩომ ბერნაბეუზე სპექტაკლი დადგა და მთელი სტადიონი ტაშს უკრავდა, მინდა იგივე ვნახო დღესაც კვარასთან მიმართულებით,ამის პოტენციალი აქვს ჩვენს ბიჭს,ათრიე ერთი ეგ მოპარული ჟესტივით
ალიკა
29 ნოემბერი 2023 16:04
2
თითქოს არაფრით გამორჩეულია და ამდენი წელია რეალის ძირითადში იყვე ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა..თუმცა კვარას თუ წაუვიდა თამააში კარვახალი ვერ გააჩერებს..მინდა ეს საღამო სამუდამოდ დარჩეს ბერნაბეუზე .მიდი კვარა დახატე მაგათი არენა
კიეზა
29 ნოემბერი 2023 15:00
3
კარვახალის თამაშს ბავშვობაში ტელევიზორში უყურებდა და ახლა პირადად ეთამაშება. რა ბედნიერებაა ასე მოკლე დროში ეს ყველაფერი.
.
29 ნოემბერი 2023 13:30
1
თუ გახსოვთ კვარა კარვახალს რო ეკამათა, მხარიც კი გაჰკრა ნაკრების თამაშის დროს. კარვახალი მსოფლიოში ცნობილი, უკვე ვეტერანი ფეხბურთელია და იმ ფაქტის მიუხედავად, როგორ მოწიწებით ისაუბრა კვარაზე. ესაა ნამდვილი პროფესიონალიზმი
ლადო
29 ნოემბერი 2023 13:01
2
ლადო, მაგ მომენტში ალბათ კარვახალს ეგონა ხვიჩა ჩემზე ჩხუბობსო, ბურთი აუტზე როგორ გაექცაო და შეტევა ჩამიშალაო.. :D მაგარი კომიკური სიტუაცია კი იყო
გივი
29 ნოემბერი 2023 15:44
2
მაგარია რო კარვახალიც დამტვრეული არაა. მერე არ დაიწყონ სათადარიგოს უთამაშებელი მცველი ათრიაო... :)
გივი
29 ნოემბერი 2023 11:44
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული