კარვახალი კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადება - "რეალის" მცველმა მატჩის წინ ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ნაპოლი" გასვლაზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "სამეფო გუნდის" მცველმა დანი კარვახალმა "პარტენოპეის" ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"თავს მშვენივრად ვგრძნობ. თავდაჯერებული ვარ და მთლიანად "ნაპოლისთან" შეხვედრაზე ვარ კონცეტრირებული. მომიწევს, ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვაჩინო და გუნდი კარგად დავიცვა, რადგან ისეთი ძლიერი ვინგერის წინააღმდეგ მომიწევს თამაში, როგორიც კვარაცხელიაა", - თქვა კარვახალმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება თბილისის დროით უკვე 30 ნოემბრის თარიღით, 00:00 საათზე დაიწყება. 

altკვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "რეალთან" ბრუნდება - ხვიჩა არენაზე, სადაც თამაშზე ერთ

დროს ოცნებობდა!..
მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ გახსოვთ კვარა კარვახალს რო ეკამათა, მხარიც კი გაჰკრა ნაკრების თამაშის დროს. კარვახალი მსოფლიოში ცნობილი, უკვე ვეტერანი ფეხბურთელია და იმ ფაქტის მიუხედავად, როგორ მოწიწებით ისაუბრა კვარაზე. ესაა ნამდვილი პროფესიონალიზმი
ლადო
13:01 29-11-2023
2
თითქოს არაფრით გამორჩეულია და ამდენი წელია რეალის ძირითადში იყვე ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა..თუმცა კვარას თუ წაუვიდა თამააში კარვახალი ვერ გააჩერებს..მინდა ეს საღამო სამუდამოდ დარჩეს ბერნაბეუზე .მიდი კვარა დახატე მაგათი არენა
კიეზა
15:00 29-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული