ცნობილი ხდება, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე

AutoSharing Option
Geo Team-ი ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენი ხანი გაუცდება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც "ნორვიჩთან" შეხვედრა საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა დაზიანება სანაკრებო მატჩისას, ესპანეთის წინააღმდეგ მიიღო, კლუბში ჩატარებული თამაშის შემდეგ კი ვარჯიში ტკივილის გამო ვეღარ შეძლო. სამედიცინო დასკვნამ საზარდულის კუნთის ანთება აჩვენა.

Geo Team-ის ინფორმაციით, დაზიანება სერიოზული არაა და "უოტფორდის" ქართველი შემტევი ვარჯიშს კვირის ბოლომდე განაახლებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მე მგონი ჩაკვემ დააგროვა გამოცდილება ტრამვებთან დაკავშირებით.წარმატებები მას რთულ საფეხბურთო გზაზე,ბევრჯერ გაეხარებინოს სამშობლო თავის მეგობრებთან ერთად.
ილია
16:29 29-11-2023
0
დაიტანჯა, გიორგი ამ ოხერი და საზიზღარი ტრავმებით! გიორგი! გისურვებთ მალე გამოჯამრთელებას, დაე ეგ ტრავმა ბოლო ყოფილიყოს შენთვის და აღარ მიგეღოს!!!!!!!!! სანამ ხვიჩა გამოჩნდებოდა, შენ იყავი პირველი, ვინც გამოანათა და თავი შეგვაყვარა და ამიტომ ძალიან მწყდება გული, რო ასეთმა უნიჭიერესმა ბიჭმა ვერა და ვერ გაშალე შენი საფეხბურთო პოტენციალი, რო დაგემტკიცა ყველასთვის, რო არა ნაკლები ნიჭით ხარ დაჯილდოებული! გვიყვარხარ გიორგი და გვჯერა შენს სათქმელს აუცილებლად იტყვი მინდორზე!
ზურა
12:53 29-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული