როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩში?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე "რეალთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა.

ქართველმა Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსახურა, Whoscored-ისგან - 6.6, ხოლო Flashscore-სგან - 6.4. ნეაპოლური გუნდიდან მასზე მაღალი შეფასებები ჯოვანი დი ლორენცომ, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და ჯოვანი სიმეონემ მიიღეს.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი კი "რეალის" შემტევი ჯუდ ბელინგემი გახდა (9.0, 9.1, 9.5).

მკითხველის კომენტარები / 50 /
ერთ რამეს დავწერ და ალბათ ბევრი დამეთანხმება, არანაირი პირადული უბრალოდ სპორტული თვალსაზრისით ხვიჩას ჯერ ცოლი არ უნდა მოეყვანა, დარწმუნებული ვარ როგორც ყვლა ნორმალურ ადამიანს ხვიჩასაც ვარჯიშის მერე ერთი სული აქვს დროზე სახლში მივიდეს და მეუღლეს ჩაეხუტოს, მაგრამ როცა ოცნებობ რეალში თამაშზე უნდა იყო არანორმალური იმ გაგებით, რომ გუნდთან ვარჯიშის შემდეგ უნდა განაგრძო ინდივიდუალურად ვარჯიში, ალბათ ყველა აღიარებს რომ ხვიჩას არაფერი ეტყობა შარშანდელი სეზონის შემდეგ რომ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პროგრესს განიცდის, როცა იძახი რომ რონალდუ ჩემი კუმირიაო, მარტო თქმა არ არის უნდა საქმით მიბაძო მას, 38 წლის ასაკშიც კი თავდაუზოგავად ვარჯიშობს, სხვანაირად დიდი მიზნები მიუღწეველი დარჩება, ბევრი გვინახავს მასეთი ტალანტები, მაგალითისთვის რობინიო და დენილსონიც ეყოფა, ხვიჩაზე მაგარი დრიბლინგი ჰქონდა ორივეს, მაგრამ ორ წელიწადში გაქრნენ საფეხბურთო რადარებიდან, უდიდესი სპორტსმენობა მოითხოვს უდიდესს მსხვერპლს 15-20 წლის განმავლობაში, ხო და თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი, თუ არა და დარჩები საშუალო დონის ფეხბურთელად. ვიცი რომ კითხულობს ხოლმე ხვიჩა სტატიებს და კომენტარებს, სიყვარულით გიწერ ჩემო ძმისშვილო ამ კომენტარს
მამუკა
05:09 30-11-2023
27
ერთი მარტივი ეპიზოდით გეტყვით რა განსხვავებაა გასული და მიმდინარე სეზონის კვარას შორის.
ლივერთან პირველი თამაში გახსოვთ? ერთ ეპიზოდში ბურთი რომ მიიღო და მაყურებელი ფეხზე წამოხტა რაღაც განსაკუთრების მოლოდინში აი, ზუსტად ეგ იყო გასული სეზონის კვარა. ეფექტური და თან შედეგიანიც, ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერის შემგროვებელი, კვარადონა, აუარება ბავშვის ახალი კუმირი.
ამ სეზონში თუ განსაკუთრებული ფეხბურთელის სტატუსი ჯერ კიდევ მოყვება და ჰაიპშია, ეგ შარშანდელი სეზონის კრედიტებია, რომელიც ამოწურვადი რესურსია.
ეხლა ჩავთვალოთ რომ შარშანდელი სეზონი ბუნებაში არ არსებობდა და ამ სეზონით დაიწყო ნაპოლის კარიერა. რა სტატუსს მიიღებდა ასეთი თამაშის სტილით? ვაღიაროთ, სადღაც პოლიტანო ზიელინსკის დონისას (სტატუსს ვადარებ და არა დონეს).
მიზეზი რა არის რომ სუპერ ეფექტური "მეიჯიქ" კვარა ტრანსფორმირდა უბრალოდ მორიგ კონვეიერულ ტოპ კლასს ფეხბურთელად?
ჩემი აზრით:
1. დაკარგა სისწრაფე და მოქნილობა
2. შეისწავლეს თამაშის მანერა და სივრცეებს არ უტოვებენ დრიბლინგისა და ეფექტური თამაშისთვის.
3. მაგრად ეუხეშებიან და ერიდება ეფექტურ თამაშს (დრიბლინგი, ფინტები) ტრავმის არიდების მიზნით.
4. ფსიქოლოგია. გონება გაფანტული აქვს "აკიდებული ტვირთით" ქვეყნის და ნაკრების წინაშე (ყვითელი ბარათის გამო რო ტოვებს პლეიოფს მარტში) და სხვა ბევრი ფიქრის გამო თავისი გონება უბრალოდ ვეღარ აგენერირებს კრეატივს. ვინც ფსიქოლოგიაში ერკვევა, გამიგებს.
ვიხილავთ შარშანდელი სეზონის კვარას? მეეჭვება.
პ.ს ბევრს გაეცინება, მაგრამ კვარა ყველაზე ეფექტური რუბინში იყო, უბრალოდ სტატისტიკა არ უვარგოდა და არც სტრიმები იყო მოწოდების სიმაღლეზე. ნაპოლის ის შარშანდელი სეზონის პირველ წრეში ბუნებრივი სილაღე მატაობა რუბინიდან ჰქონდა გადმოყოლილი და უკვე მეორე წრიდან იტალიაში უკვე მისი ნიჭი მოაქციეს ჩარჩოებში. და ამ ადაპტაციის სირთულემ უკვე ამ სეზონში იჩინა თავი. ხვიჩა კი და (ზოგადად სხვა კრეატიული "ელეგანტური" მოთამაშეები) არ გადის იმ კატეგორია ფეხბურთელებში რომლებიც ადვილად ეგუებიან დავარცხნილ ჩარჩოებში მოქცეულ სწორხაზოვანი დირექტივის შესრულებას მოედანზე. ეს იგივეა არწივი რო გალიაში გამოკეტო როცა მისი გონება და ეგო მაღალი მთების თავზეა შეგუებული სიმაღლეებზე თავისუფალ ფრენას.
Charley
04:41 30-11-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული