იტალიური გამოცემები 22 წლის გარემარბის თამაშს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:
"თავდაპირველად ჩვეული სიჯიუტით დაიწყო, გუნდმა უპირატესობა მისი პასით მოიპოვა, თუმცა ამის შემდეგ ჩაიკარგა, მის გამო გუნდმა ორი არაჩვეულებრივი შანსი გაანიავა", - Footballnews24 - 5.5 ქულა.
"დი ლორენცოს ულამაზესი გადაცემა გაუკეთა. თავის მხრივ, იტალიელმა სიმეონეს გაატანინა. ნეაპოლელების შეტევებს სწორედ კვარაცხელია წარმართავს. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ანგარიში 2:2
"ცდა არ დაუკლია, მუდამ გამწვავებას ცდილობდა. პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა, გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ეს დასაფასებელია", - Calcionapoli1926 - 6 ქულა.
"მართალია, გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ კარგი შანსები გაანიავა", - Calciomercato 6 ქულა.
"რეალმა" რუდიგერს მადლობა უნდა გადაუხადოს, გერმანელი საკუთარი გამოცდილებით კვარაცხელია თამაშიდან გათიშა და ქართველს ცხოვრება გაურთულა", - Tuttomercatowebი - 5.5 ქულა
„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.
"შეძლებს თუ ვერა "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას? - რა განაცხადა ანჩელოტიმ
"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი
"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]
მისი თამაშის ჩვენი მხრიდან რეალურად აღქმა, მას დაეხმარება დამშიდებაში და უფრო ნაკლებ ემოციურობაში, ასე მგონია მოედანზე ძაან ბევრს რომ ემოციურობს ამით მის გულშემატკივარს უნდა რომ დაანახოს, გულით რომ უნდა და ეს ძაან ვნებს საქმეს. ისედაც ვიცით რომ კვარას მაგრა უნდა ჩვენი გახარება. მთავარი ამ ეტაპზე სიმშვიდეა.
პ.ს. ბეთებს და პოდკასტებს და ასე სემდეგ მინდა ვთხოვო კვარას იქეთაც არის ქართული ფეხბურთი და არაა საჭირო ყველას დასევა ამ ბიჭზე. შიდა ჩემპიონატებზე გააკეთეთ აქცენტი, აქაურები აქციეთ ცნობადებად.