"რუდიგერმა ცხოვრება გაურთულა... გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალე შანსი გაანიავა" - რას წერს იტალიური პრესა "კვარაზე'

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "რეალმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

იტალიური გამოცემები 22 წლის გარემარბის თამაშს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"თავდაპირველად ჩვეული სიჯიუტით დაიწყო, გუნდმა უპირატესობა მისი პასით მოიპოვა, თუმცა ამის შემდეგ ჩაიკარგა, მის გამო გუნდმა ორი არაჩვეულებრივი შანსი გაანიავა", - Footballnews24 - 5.5 ქულა.

"დი ლორენცოს ულამაზესი გადაცემა გაუკეთა. თავის მხრივ, იტალიელმა სიმეონეს გაატანინა. ნეაპოლელების შეტევებს სწორედ კვარაცხელია წარმართავს. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ანგარიში 2:2
იყო, ბრწყინვალე შანსი გაანიავა", - Eurosport-ი - 6.5 ქულა.

"ცდა არ დაუკლია, მუდამ გამწვავებას ცდილობდა. პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა, გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ეს დასაფასებელია", - Calcionapoli1926 - 6 ქულა.

"მართალია, გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ კარგი შანსები გაანიავა", - Calciomercato 6 ქულა.

"რეალმა" რუდიგერს მადლობა უნდა გადაუხადოს, გერმანელი საკუთარი გამოცდილებით კვარაცხელია თამაშიდან გათიშა და ქართველს ცხოვრება გაურთულა", - Tuttomercatowebი - 5.5 ქულა

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"შეძლებს თუ ვერა "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას? - რა განაცხადა ანჩელოტიმ

alt"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

alt"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 18 /
სიმართლე უნდა ითქვას, რომ ნაპოლი რელაზე დაბალი კლასის გუნდია, მთლად ცუდად არ უთამაშიათ გუშინ, მაგრამ აი დაცვის ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვფიქრობ ნებისმიერ სასუალო დონის გუნდის თავდამსხმელს სეუძლია მათი მოტყუება, რა უბედურებაა, ერთი დილორენცო, რომელიც ძირითადად შეტევებშია და უკან 3 პირდარებული მცველი, არ ვიცი ამას რა ეშველება, კიმ მინ ჯე ყოფილა სული და გული დაცვის ცენტრის.
bebe
15:47 30-11-2023
2
მინდა ყველას გთხოვოთ, რეალურად შეაფასოთ კვარას თამაში. ქართველი რომ არ იყოს ბევრი ქართველი ბავშვის კუმირი იქნებოდა? ოღონდ რაც ვიკითხე იმაზე დაფაიქრდით, ძალიან ვგულშემატკივრობ, უბრალოდ რეალობა მგონი სხვაა. მარსიალი მახსოვს მონაკოში, ნებისმიერი ბურთის მიღებაზე, ფლანგზე 1-3 კაცს ატყუებდა, გარბოდა და ან პენალი ან კუთხური ან ბარათი ან საგოლე ან გოლი უეჭველი იყო. კოპიო ხვიჩა რა. გადავიდა მანჩესტერში და კი იცით... არც ვიცი სადაა. ორი ნორმალირზე კარგი მცველი რომ უდგება ვსიო, მორჩა მაქსიმუმ უკან პასი. ისწავლეს მის წინააღმდეგ თამაში, როგორც მარსიალის და კიდე ბევრის წინააღმდეგ. ეს ხვიჩას მინუსი კი არ არის ის მცველიც პროფესიინალია და ორნი არიან, ტყუილა კი არ ჭამენ პურს. ესეთია დღეს ფეხბურთი. ამ დროს ერთვება სხვა მომენტები, ჯანი, ფიზიკურირი გამძლეობა, მოედნის ედეალური ხედვა, ჩაფიქრებული პასის განხორციელების უნარი, ტკივილის გამძლეობა და ბევრი სხვა, ეს ყველაფერი 90+ წუთი მუდმივად. რასაც დარწმუნებული ვარ თვითონაც ხვდება და მიხედავს.
მისი თამაშის ჩვენი მხრიდან რეალურად აღქმა, მას დაეხმარება დამშიდებაში და უფრო ნაკლებ ემოციურობაში, ასე მგონია მოედანზე ძაან ბევრს რომ ემოციურობს ამით მის გულშემატკივარს უნდა რომ დაანახოს, გულით რომ უნდა და ეს ძაან ვნებს საქმეს. ისედაც ვიცით რომ კვარას მაგრა უნდა ჩვენი გახარება. მთავარი ამ ეტაპზე სიმშვიდეა.
პ.ს. ბეთებს და პოდკასტებს და ასე სემდეგ მინდა ვთხოვო კვარას იქეთაც არის ქართული ფეხბურთი და არაა საჭირო ყველას დასევა ამ ბიჭზე. შიდა ჩემპიონატებზე გააკეთეთ აქცენტი, აქაურები აქციეთ ცნობადებად.
გიორგი
17:08 30-11-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული