არ ვიცით, ვის რა მოსწონს მაცარის სტრატეგიასა და მიდგომაში. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, ჯერჯერობით მან სიახლე ვერც ტაქტიკურ სქემაში შეიტანა და ვერც გუნდის სულისკვეთებაში. იშვიათია მწვრთნელის ცვლილება გუნდს ასე არ დაეტყოს; მოვალეობის შემსრულებლად ასისტენტები რომ ინიშნებიან და პროცესები ინსტინქტურად მიდის, სიტუაცია ამას უფრო ჰგავს. საქმე
კვარაცხელიას ადვოკატობა არასდროს გვიცდია, კონსტრუქციული კრიტიკა არ დაგვიკლია, თუმცა ახლა მისი თამაშის ასახსნელად არაერთი არგუმენტი არსებობს, რომელთა დასახელებითაც ჩვენგანაც ახალს ბევრს ვერ წაიკითხავთ; ისევ ჟუან ჟესუსის ფლანგელობა იმას ნიშნავდა, რომ ხვიჩას ზედიზედ მეორე შეხვედრაში ფრთაზე არ ეყოლებოდა პარტნიორი, რომელიც ზონებს გაუთავისუფლებდა, მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეებში მოხვედრილ "კვარას" ერთ მეტოქეს მაინც "მოსტაცებდა"; გარდა ამისა, როცა ნახევარდაცვა ასე იჩაგრება (რაც მოსალოდნელიც იყო), შეტევაში ბურთის სწრაფად გადატანა უჭირს, საკუთარ შემტევებს კი პასებით ან ზურგით ყოფნისას ამარაგებს, ანაც "გაჭედილ" სივრცეში, რთულია, ისინი, მით უმეტეს, ამხელა მეურვეობის პირობებში მოთამაშე კვარაცხელია, სახიფათო პოზიციებზე აღმოჩნდნენ. რაც ჩვენებურმა შეძლო, საგოლე შეტევაში მონაწილეობა მშვენიერი პასით მიიღო...
ქართველი გარემარბი ცდილობს, რთულად განსახორციელებელ დრიბლინგებზე აღარ წავიდეს. არც გუნდის შუა ხაზია ისეთი, ბურთი იოლად მოიპოვოს და შეტევაში დააბრუნოს, დაცვა კი კრიტიკას ვერ უძლებს და სწრაფი შეტევების შეჩერება უჭირს. სამწუხაროდ, ის მივიღეთ, რასაც ვვარაუდობდით. წინა ზაფხულს კვარაცხელიას (ისევე, როგორც ოსიმენს) დიდი შანსი ჰქონდა, ბევრად უკეთეს გუნდში ეთამაშა, რაც ხელმძღვანელებმა, ფაქტობრივად, თავიდანვე გამორიცხეს. ამას დასუსტება (კიმის წასვლა) მოჰყვა და არა - გაძლიერება. ნეაპოლელთა ეს კრიზისი მოსალოდნელი იყო, ახლა კი, ამ მოცემულობით, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით, შედეგიანი სეზონი აქვს, მეგატრანსფერებზე ფიქრისთვის უფრო მეტია საჭირო, მათ შორის, ახალი იარაღები ბევრი მოწინააღმდეგის პირისპირ.
იმ ეპიზოდს, როცა 77-ე ნომერმა კარში დარტყმის ნაცვლად, ოსიმენი მოძებნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "კვარა" შინაგანად ასეთი ფეხბურთელია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, ოსიმენის არყოფნაში ინდივიდუალურად მეტად უტევდა. ხვიჩას რომ დაერტყა და ვერ გაეტანა, ვიცით, ამას რა რეაქციაც მოჰყვებოდა. კარში დარტყმა აქ რითაც სჯობდა, ის იყო, "რეალის" ფეხბურთელები პასის ჩაჭრაზე იყვნენ მომართული, მათი განლაგება ამას მიუთითებდა. ზამბო ანგისას ქართველისთვის ბურთი უფრო სწრაფად რომ
მიეწოდებინა და დრო არ დაეკარგა, კვარაცხელიასაც მეტი დრო დარჩებოდა გადაწყვეტილების მისაღებად. ერთხელაც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენებურის ფორვარდად მოსინჯვა ცდად მაინც ღირს, საქართველოს ნაკრებში ის ამ პოზიციაზე მშვენიერია. აუცილებლად დადგება დრო, როცა ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო უნარებს უფრო მაღალ ასპარეზზე გამოაჩენს, ვიდრე "ნაპოლია", მაგრამ აქაც ზღვარის გავლება და ზომიერი სურვილები სჭირდება. სურვილი კარგია, ის მადრიდის "რეალში" ყოფილიყო და ისეთი სუსტი დაცვის პირობებში ეთამაშა, როგორიც ახლა მისი თანაგუნდელები არიან, ამას კი დრო და კიდევ უფრო სრულყოფილი, მრავალფუნქციური და საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული "კვარა" სჭირდება. ახლა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლა და იტალიური ოთხეულია!..
"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]