"ნაპოლის" და კვარაცხელიას დღეს რთული მატჩი აქვთ - შეხვედრა წარსულთან...

AutoSharing Option
შესანიშნავ ფორმაში მყოფმა მილანის "ინტერმა" "დაამუხრუჭა" და უკანასკნელ ორ მატჩში ვერ გაიმარჯვა; ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველობა სათუო თუ გახადა, იტალიაში ლიდერობა "იუვენტუსს" გადაულოცა. არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი "ნაპოლი" მილანელებს "სტადიო მარადონაზე" დაუხვდება - დღეს, 3 დეკემბერს, 23:45 საათზე. გუნდებს შორის სხვაობა 8 ქულაა.

ვალტერ მაცარის დაბრუნება "ატალანტასთან" ცოტათი იღბლიანი გამოდგა და გამარჯვებით (2:1) დასრულდა. თავის დროს ნეაპოლიდან ის სწორედ "ინტერში" გადავიდა და ამის შემდეგ სამწვრთნელო კარიერაც თავდაყირა დაუდგა.

Sportall.Ge

მილანელები ნეაპოლში გამარჯვებას იშვიათად ახერხებენ, ფრე კი საკმაოდ ხშირად ყოფილა - სტადიონისთვის სახელის
შეცვლამდეც და მის შემდეგაც. არადა, "ინტერმა" ბოლო 11 გასვლითი მატჩიდან 9 მოიგო და საშუალოდ 2.4 გოლი გაიტანა. გასულ, საჩემპიონო სეზონში, "ნაპოლიმ" ორიდან ერთი მატჩი ყველა გუნდს მოუგო და მათ შორის "ინტერსაც". როცა იანვრის დასაწყისში სიმონე ინძაგის გუნდმა (1:0) გაიმარჯვა, თითქოს "კვარას" გუნდის საჩემპიონო შანსებმა მოიკლო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მათთვის სასურველი სცენარით წარიმართა.

ნეაპოლელებს პიოტრ ზელინსკი დააკლდებათ, რაც ელიფ ელმასის სასტარტოში ყოფნას უნდა ნიშნავდეს. კვლავ პრობლემაა მარცხენა მცველთან დაკავშირებით და იმედია, ვალტერ მაცარი ისევ ჟუან ჟესუსს არ ენდობა, რომელიც ამ პოზიციაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას შეტევითი პოტენციალიც მცირდება.

ლაუტარო მარტინესი ძალიან სახიფათოა. ის ჰოლანის, კეინისა და მბაპეს შემდეგ, ტოპლიგებში კარში ყველაზე ხშირად ურტყამს და 13 გოლი აქვს. კალენდარულ წელში არგენტინელზე შედეგიანი "ინტერში" მხოლოდ თანამემამულე დიეგო მილიტო და კრისტიან ვიერი იყვნენ. მილანელთა დაცვაში პავარი და ბასტონი არ იქნებიან. კვარაცხელიასთან დარმიანი და დუმფრისი იმოქმედებენ. შეხვედრას მასა განსჯის.

altრატომ არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი კვარაცხელიას და რაა საჭირო მეგატრანსფერისთვის - მწვრთნელი ვერაფერს ცვლის...

alt"კვარაცხელია "ბერნაბეუმ" შეაშინა" - იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 36 /
ადეკვატურად ისწავლეთ სიტუაციის შეფასება და ნუ ხართ აზროვნებთ ჩაკეტილად. ნაპოლი არის დაცვის გარეშე დარჩენილი, იანვარშივე უნდა შეიძინონ ორი მცველი მაღალი დონის. ოლივეირას უმძიმესი ტრავმა აქვს და დიდი ხანი ვერ დაეხმარებათ, ასევე მარიო რუიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მწყობრში როცაა მაშინაც ბევრი არაფერი.
რეალთან თამაშს ვინც მართლა უყურეთ და ვინც ჩასაფრებული არ ილესავდით კბილებს იიიი კვარამ ჩააგდო თამაში და გოლი ვერ გაიტანათი არ იყავით დაგეშილები, კარგად დაინახავდით რეალობას. კვარა სულ მარტო იყო ფლანგზე. როცა უცხოელების კომენტარებს გადავხედე ყველა წერდა, ეს ბიჭი მარტო იყო, ეს ბიჭი მარტო იყო ...
და ყველა წერდა, რომ უდიდესი ფეხბურთელია და არავინ ეხმარებოდა საერთოდ. ცუდ კომენტარს თუ ვინმე წერდა ყველა იყო აფრიკელი ან ქართველი. ყველა გადავამოწმე :)
აფრიკელებს გასაებია შური ამოძრავებთ და ოსიმენმა რომ საერთოდ ვერაფერი გააკეთა მაგის გადაფარვა უნდოდათ კვარას ლანძღვით მარა ამ ჩემს თანამემამულეებს რა ამოძრავებთ ვერ მივხვდი. ალბათ ძალიან გულუბრყვილო ვარ მაგის მისახვედრად, ან უბრალოდ სიბინძურეში ღრმად ჩახედვა არ მინდა.
ძალიან ძალიან მრცხვენია, რაც კვარას მიმართ ხდება ყოველი წაგებული თამაშის მერე. ძალიან ადრე იყო მისი გამოჩენა ჯერ ამ ქვეყანაში.
გამოქვაბულში რომ უცებ ინტერნეტი შეიტანო ან ველურებს ბრჭყვიალა საგნები აჩვენო ისეა ზუსტად. ან გააღმერთებენ იმ ბრჭყვიალა საგნებს და ან დალეწავენ. ან ორივეს ერთად.
მემორიში ამომიგდო ორი წლის წინანდელი პოსტები, რუბინში თამაშის დროს როგორ ლანძღავდა აქ ხალხი, როგორ იძახდა ყოველი წაგების მერე, დამთავრდა მაგის ფეხბურთიო.
მაინც რა კომპლექსი აქვს მთელს ერს ისეთი, რომ ვერაფრით იჯერებს მსოფლიო დონის ფეხბურთელი რომ არგუნა ბუნებამ.
ბუფონმა, ვან ბასტენმა, ანრიმ, კარაგერმა როგორი სიტყვები თქვეს კვარაზე და დივანზე წამოგორებულ თათქარიძეს მაინც ვერ დავაჯერეთ.
ვინმეს 5 ლარი თუ აქვს დადებული გოლზე და წააგო ხო საერთოდ.
ფუ რად გადაიქცა ხალხი.
Skeleton
15:26 02-12-2023
7
ვინც ხვიჩა კვარაცხელიას დაუმსახურებლად აკრიტიკებთ, ყველას მეხი დაგეცეთ მაგ გამოშტერებულ თავებზე!
ლიკა
18:31 02-12-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული