ბუდუ თავისას არ იშლის - ისევ გაიტანა და "კარლსრუე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰანზას“ დაუზავდა - 2:2.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც გასულ ტურში დუბლი შეასრულა, 62-ე წუთზე ფაბიან შლეუსენერის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო. 81-ე წუთზე კარის წინ ჩაწოდებული ბურთის ამოტანისას მცველმა დაახანა, რითაც ქართველმა უმალ ისარგებლა და მეტოქის კარი დალაშქრა.

ისე, მეტი რაღა უნდა გააკეთოს ბუდუმ, ძირითად შემადგენლობაში რომ დააყენონ?

„კარლსრუე“ 17 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 8 დეკემბერს გასვლაზე „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“
კარლსრუე - ჰანზა 2:2
გოლები: 0:1 ჟუნიორ
ბრუმადო (32), 0:2 როსბახი (34), 1:2 მატანოვიჩი (44), 2:2 ზივზივაძე (81)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბუდუ,ზურიკო და ჟორჟი ბრდღვნიან! :)
რობი
05 მაისი 2024 00:07
0
რა ჯიუტია ეს ბიჭი, ათასჯერ ვუთხარი, დაანებე თავი ამ ბურთების გატანას, არ გეცოდება ისინი?
ბადრი
04 დეკემბერი 2023 12:42
0
მოდით ეხლა ბუდუზე გადავერთოდ და ისიც ვაქციოთ ვირტუალურ სუპერვასკვალავად, არ იმსახურებს თუ რა??, ბოლოს და ბოლოს მიჯნით ორჯერ გაიტანა და გუნდს მეთორმეტე ადგილზე დამკვიდრებაში ლომის წილი დაიდო. ვწეროთ სადღეგრძელო კომენტები და სოფასკორის და ფლეშსკორის შეფასებები.........კიდევ ბევრი მოგონილი იმფო მისი მსურველი ძლიერი კლუბების შესახებ, განსაკუთრებით ბობოლა ბუდესლიგის გუნდებს მივაწვეთ....სულ ეგ არის....
KVARADONAAA
04 დეკემბერი 2023 09:50
7
ასეთი ჯიგრიანი ბიჭი იშვიათად, რაღა კარსლრუე სანიოლიც აღარ ათამაშებს ამ ბოლო დროს, არადა სულ გოლი გააქვს და მომენტს იყენებს რაც მთავარია
გია
03 დეკემბერი 2023 22:41
0
ტიპმა 4 ქულა მოუტანა ორ თამაშში და მისი მწვრთნელი მაინც ვარჯისისას სპარინგებზე მოპოვებულ ქულებს ითვლის... კიდევ კარგი შედეგი აქვთ...
გიო
03 დეკემბერი 2023 22:23
1
საღოლ ბუდუ, ბევრს უბრალო გოლად მოგეჩვენებათ, მაგრამ....❤️
წიკო
03 დეკემბერი 2023 22:07
1
უბრალო გოლი არ იყო. მთავარი ის არის, რომ არა საგოლე სიტუაციიდან გამოაძრობ გოლს. წარმატებები ბუდუს.
გიზოგ
04 დეკემბერი 2023 10:23
0
რანაირი კომენტატორები ჰყავთ გერმანიაში, წივწივაძე და ზივზივაძე ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან :)
irakli81
03 დეკემბერი 2023 21:48
0
აუ რა დაიტანჯა კომენტატორი
ნაპოლეონი
03 დეკემბერი 2023 21:16
0
მეორე გოლი რა უაზროდ გაუშვეს, ჩამოეძინა დაცვას. ძალიან სუსტი იყო შეტევაში დღეს კარლსრუე, ბუდუმ თავისით შექმნა გოლი. ძალიან მოწყურებულია გოლზე და არასოდეს გაუშვებს თავის შანსს, მთავარია მომენტი შეუქმნან
არქიტე
03 დეკემბერი 2023 19:44
1
არც უნდა დაიშალოს! ))
ყოჩაღ, ბუდუ! ყოჩაღ, ბიჭო!
ლუქსემბურგი გელოდება - ეგრე გააგრძელე!!!
გია_544
03 დეკემბერი 2023 19:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული