ბუდუ თავისას არ იშლის - ისევ გაიტანა და "კარლსრუე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰანზას“ დაუზავდა - 2:2.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც გასულ ტურში დუბლი შეასრულა, 62-ე წუთზე ფაბიან შლეუსენერის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო. 81-ე წუთზე კარის წინ ჩაწოდებული ბურთის ამოტანისას მცველმა დაახანა, რითაც ქართველმა უმალ ისარგებლა და მეტოქის კარი დალაშქრა.

ისე, მეტი რაღა უნდა გააკეთოს ბუდუმ, ძირითად შემადგენლობაში რომ დააყენონ?

„კარლსრუე“ 17 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 8 დეკემბერს გასვლაზე „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“
კარლსრუე - ჰანზა 2:2
გოლები: 0:1 ჟუნიორ
ბრუმადო (32), 0:2 როსბახი (34), 1:2 მატანოვიჩი (44), 2:2 ზივზივაძე (81)

მკითხველის კომენტარები / 11 /
არც უნდა დაიშალოს! ))
ყოჩაღ, ბუდუ! ყოჩაღ, ბიჭო!
ლუქსემბურგი გელოდება - ეგრე გააგრძელე!!!
გია_544
19:08 03-12-2023
1
მეორე გოლი რა უაზროდ გაუშვეს, ჩამოეძინა დაცვას. ძალიან სუსტი იყო შეტევაში დღეს კარლსრუე, ბუდუმ თავისით შექმნა გოლი. ძალიან მოწყურებულია გოლზე და არასოდეს გაუშვებს თავის შანსს, მთავარია მომენტი შეუქმნან
არქიტე
19:44 03-12-2023
1

სიახლეები პოპულარული