"ნაპოლი" "ინტერთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა.

ტრავმამორჩენილი ოსიმენი პირველად დააყენეს ძირითად შემადგენლობაში, „რეალთან“ მატჩში დაშავებული ზელინსკის ნაცვლად კი მწვრთნელმა მაცარიმ სასტარტოში ელმასს მიუჩინა ადგილი. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ლობოტკას შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ტიურამმა გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდა დარმიანი. ხვიჩამ კარგი პასი ელმასს გაუკეთა, რომლის ჩაწოდებული ბურთი ზომერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ნეაპოლელთაგან არავინ აღმოჩნდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. კიდევ ერთი შანსი პოლიტანოს მიეცა,
რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის ბოლოს კი ჩალჰანოღლუმ მილანური გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში ნეაპოლელები გააქტიურდნენ. ქართველი მეურვეებს გაექცა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გატანა ზომერმა არ დაანება. მერე ლაუტაროს პასი ბარელამ მიიღო, მოწინააღმდეგის დაცვა გაარღვია და მერეტის კარი დალაშქრა. როგორც იქნა, პასიურმა ოსიმენმაც სცადა გატანა, თუმცა მისი თავური მიზანს ასცდა. დარმიანი „კვარას“ გასაქანს არ აძლევდა, უხეშობასაც არ ერიდებოდა და ყვითელი ბარათი მიიღო. 83-ე წუთზე ტიურამმაც გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყდა.

„ნაპოლი“ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „ნერაძურის“ უკვე 11 ქულით ჩამორჩა და 8 დეკემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება; 13 დეკემბერს კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ბრაგას“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (44), 0:2 ბარელა (62), 0:3 ტიურამი (83)

მკითხველის კომენტარები / 73 /
ხალხო, თქვენ კარგად ხართ? თქვენი გადაჭარბებული მოლოდინები რა ამ ბიჭის ბრალია? ცოტა დაფიქრდით რა შედეგს იღებს თქვენი ეს გადარევა ხვიჩათი და მერი მისი მონდომება და ნერვიულობა როცა ვერ გამოდის თამაში. თავი დაანებეთ! ნუ ელოდებით რომ იფრენს. ხვუჩა არ ვიცი წაიკითხავს თუ არა, დაგვიკიდე რა და შენ საქმეს მიხედე, საერთიდ არ შეხვიდე არცერთ ქართულ საიტზე და სოც მედიაში. დაიკიდე აქაურობა, ცოტა ხნით. აქ ცოტა ვერ ვართ ხომ ხედავ.
ფეხბურთს დაუკვირდით და ემოციები გვერძე გადადეთ. იმ დღეს მარსიალის მაგალითი მოვიყვანე, უნაკლო გენიოსი უნდო იყო, სხვგვარად შეუძლებელია ისეთი ფეხბურთის თამაში როგორსაც პირველი 6 თვე თამაშობდა. აცადეთ დაანებეთ თავი, გთხოვთ. მითუმეტეს ნუ ეღადავებით რა სიდაბლეა ბლი.დ.
გიორგი
02:39 04-12-2023
15
კვარას მებრძოლის თვისებები აკლია. ყველა პატარა მიკარებაზე ძირს გორაობს და ქალივით ღრიალებს
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული