"გადამწყვეტი აღარ არის, მისი თამაში შეისწავლეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "ინტერის" (0:3) მატჩს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო კარეზა გამოეხმაურა. მისი თქმით, სერია A-ს მცველებმა "პარტენოპეის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეისწავლეს და ქართველი ძველებურად ვეღარ ბრწყინავს.

"ხვიჩა კვარაცხელიას მატჩების მოგება აღარ შეუძლია, ის გადამწყვეტი აღარ არის. იტალიელი მცველები საკუთარ მოწინააღმდეგეებს კარგად სწავლობენ. მართალია, რობენს თითქმის ვერავინ აჩერებდა, თუმცა ფეხბურთი შეიცვალა და დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა", - განაცხადა კარეზამ.

„ნაპოლი“ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „ნერაძურის“ უკვე 11 ქულით ჩამორჩა და 8 დეკემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება; 13 დეკემბერს კი, ჩემპიონთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ბრაგას“ უმასპინძლებს.

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ინტერთან" მატჩში?

alt"ნაპოლი" "ინტერთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 35 /
კვარა არაფერ შუაშია ეს ნაკრების თამაშებმაც დაადასტურეს, ნაპოლი აღარ ვარგა თვითონ, ნელა თამაშობს ვიდრე შარშან იყო, ოსიმენი ფორმაში არ არის, დაცვა კატასტროფულად თამაშობს და მერეტიც არ არის ძალიან ძლიერი მეკარე, აი ამაშია საქმე...
Givi
12:28 04-12-2023
5
არ შეისწავლეს. ადრე ბაზაზე ცხოვრობდა, ქალებში არ დადიოდა, დღეში 16 საათი ვარჯიშობდა.
ახლა ნინუცა უშლის ხელს.
ქ. გ.
11:00 04-12-2023
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული