"მუდრიკს ენდობიან და ამიტომ ხვიჩა..." - რომანო კვარაცხელიას "ჩელსიში" შესაძლო ტრანსფერზე

AutoSharing Option
ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას "ჩელსიში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შესაძლოა, ლონდონს მიაშუროს.

როგორც ირკვევა, "არისტოკრატებს" ჩვენებურის წარმომადგენლებთან არანაირი მოლაპარაკება არ აქვს. "ჩელსიში" ახალ პროექტში მიხაილო მუდრიკის ეიმედებათ და მიაჩნიათ, რომ უკრაინელი მომავალში გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის მიხედვით, კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩას არაფერი ესაქმება ჩელსიში- დაულაგებელი გუნდია, რომელიც საკუთარი თამაშის ძიების პროცესშია და ასთ გუნდში გადასვლა ყოველთვის სარისკოა. საკუთარი თამაშის დახვეწაზე მუშაობა უნდა განაგრძოს და თუ გადასვლაა მისთვის ზედგამოჭრილი ლივერპულია.
არტ
16:00 04-12-2023
2
100 მილიონი იმედის მომცემ ფეხბურთელში გადაიხადეს? რაღაც ძაან საეჭვოა ხვიჩას რას ადარებენ ახალგაზრდებს არ ეცოდინებათ ძველ გულშემატკივრებს კი სუფთა ევრუჟიხინია.
გიორგი
14:26 04-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული