ვიქტორ ოსიმენი: ამ პრიზს "კვარას" ვუნაწილებ

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი აღიარა. დაჯილდოებაზე ნიგერიელმა განაცხადა, რომ ეს ჯილდო მის თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიასაც ეკუთვნის.

"ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველა ჯილდო ჩემთვის არ მინდა. გუნდური მოთამაშე ვარ და ამ პრიზს "კვარას" ვუნაწილებ; ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც გასული წლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ეს ჯილდო სპალეტის, დე ლაურენტისს და ყველა გულშემატკივარს ეკუთვნის, ისინი ამას იმსახურებენ. ეს ჯილდო მთელ ნეაპოლს წარმოადგენს. ვამაყობ, რომ პრიზი მოვიგე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს ოსიმენს tuttonapoli.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ძალიან არასერიოზულია: თუ ფედერაციამ გამოავლინა (ადრე) საუკეთესო, შემდეგ იგივეზე კითხვების დასმის აზრი????? ეს საბავშვო ბაღიც აღარაა. (აია ევროპა?)
ჯონდო
14:35 06-12-2023
4
ყველამ ვიცით, ვინც არის სერია A-ს საუკეთესო 2022-2023 წლებში. მაგრამ ვერ გავიგე, ეს პიჯაკი-კაბა აცვია, თუ პიჯაკი და იუბკა? D)))))
alexandre
13:40 06-12-2023
1

სიახლეები პოპულარული