ვიქტორ ოსიმენი: ამ პრიზს "კვარას" ვუნაწილებ

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი აღიარა. დაჯილდოებაზე ნიგერიელმა განაცხადა, რომ ეს ჯილდო მის თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიასაც ეკუთვნის.

"ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველა ჯილდო ჩემთვის არ მინდა. გუნდური მოთამაშე ვარ და ამ პრიზს "კვარას" ვუნაწილებ; ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც გასული წლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ეს ჯილდო სპალეტის, დე ლაურენტისს და ყველა გულშემატკივარს ეკუთვნის, ისინი ამას იმსახურებენ. ეს ჯილდო მთელ ნეაპოლს წარმოადგენს. ვამაყობ, რომ პრიზი მოვიგე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს ოსიმენს tuttonapoli.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მართლაც მაგარი სამეული, ნახეთ რამხელა სითბოთი და მოკრძალებით ართმევს ხელს კვარას, რაფა ლეაო.
ჯიგარ ფეხბურთელია რაფა, ნამდვილი პოზიტივი, გუნდშიც, მეგობრებშიც და მგონია ყველგან.
მალხაზ ჯობავა
20:03 05-12-2023
5
ლეაო მაგარი ადამიანია!!!!
ფოსტა-ლიონი!
19:57 05-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული