სერია "ა"-ში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შესაძლო 42 ქულიდან 33 მოიპოვა და ისინი სკუდეტოსთვის რეალურ მებრძოლებად განიხილებიან. "იუვემ" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით.
ბოლო დროს "ნაპოლი" მრისხანე მეტოქეს ჩაგრავს, გასულ სეზონში
რა იქნება ახლა კრიზისულ პერიოდში მყოფი ნეაპოლელებისგან? - ქართველი გარემარბის გუნდი ცუდ ხასიათზეა, "ინტერთან" მწარედ დამარცხდნენ და ოთხეულს მიღმა არიან. დაცვაში თამაშის გაუმჯობესება ვალტერ მაცარის მთავარი ამოცანა იქნება, თუკი მას წარმატების მიღწევა სურს - ბოლო ორ მატჩში გაშვებული 7 გოლი ძალიან ბევრია. საკუთარ არენაზე "ნაპოლის" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სტუმრად კი კარგად გამოიყურება და იშვიათად მარცხდება.
"იუვეში" ტრავმები დე შილიოსა და ტიმოთი ვეას აქვთ. დანილო 6-კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა უცნობია, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მის თამაშს რამდენად გარისკავენ. იმედია, გატისგან ამჯერად ნაკლებ უხეშობას ვნახავთ!..
ნეაპოლელთა დამრიგებელი, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყვეტს 3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას, რადგან მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი მთელი ფრთის კონტროლი ალესანდრო ძანოლის დაევალოს, რომელიც ახლახან მომჯობინდა. ზელინსკი, ლინდსტრომი, დემე - ეს მაცარის ვარიანტებია. კაპიტან დი ლორენცოს ტრავმა, რომელიც მან ვარჯიშზე მიიღო, დიდი თავის ტკივილი არ აღმოჩნდა და ჯოვანი, რომელსაც 18 თვეა, საკლუბო მატჩი არ გამოუტოვებია, მომჯობინდა.
შეხვედრის მთავარი მსაჯი გამოჩენილი დანიელე ორსატო იქნება.
ქართველების დეკემბერი - ხვიჩა ოთხეულისთვის, ზურიკო გასავარდნ ზონაში, "ჩაკვეს" დაბრუნება...
ხვიჩას წარმატებები❤️