სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ორ მატჩში სამი გოლის გატანის შემდეგ განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებდა და მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა სასტარტოში დააყენა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, როდესაც ლეონ იენსენმა პასი ქართველს გაუკეთა, რომელსაც მცველმა მარცელ ჰალსტენბერგმა კი დაასწრო, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარი ლარს სტინდლმა დალაშქრა. თუმცა, „ჰანოვერმა“ მალე ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც, 76-ე წუთზე ზივზივაძე შეცვალეს. მასპინძლებმა კი კომპენსირებულ დროში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
„კარლსრუე“
ჰანოვერი. „ჰეიდენ არენა“
ჰანოვერი - კარლსრუე 2:2
გოლები: 0:1 ჰალსტენბერგი (11, საკ. კარში), 0:2 სტინდლი (53), 1:2 ფოგლზამერი (73), 2:2 მუროია (90+1)