"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Campania Sport-ის ეთერში ამ მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი თავის აჩრდილია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.

"ეს ყველაფერი მაცარის ბრალი სულაც არ არის, მას გუნდის ჩაბარება რთულ პერიოდში მოუწია.

"ნაპოლი" საუკეთესო ფეხბურთელებმა დააღალატეს, არ მესმის, როგორ ვერ შეძლო მეკარესთან პირისპირ მყოფმა კვარაცხელიამ გოლის გატანა? ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე სუსტად ჩაატარა. "ატალანტასთან", მადრიდის "რეალთან", "ინტერთან" გუნდი საშინლად გამოიყურებოდა", -
განაცხადა კიარელომ.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altანგისას ჟესტი კვარაცხელიას - კამერუნელმა ქართველის ქმედება არ მოიწონა

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 25 /
რა ხდება, ხვიჩამ რა გოლი ვერ შეაგდო,რაშია საქმე.სულ უკან უკან წავიდა,რა ხდება.როგორ,ერთხელ ვერ უნდა დაარტყა კარებში? მაშინ რა ფეხბურთელი ხარ,ეს უკვე მერამდენედ,მაგრამ მაინც წარმატებები ვუსურვოთ.ისე ფურთხებას,ხელების შლას და მსაჯთან კამათს თუ თავს დაანებებს,უფრო კაი ბიჭი იქნება.ნერვებიც უნდა მოთოკოს,ძალიან მოიმატა ყვითელმაბარათებმა
გიორგი
02:25 09-12-2023
7
სამწუხაროდ, მართალია ეს კაცი. მარტის მერე "დაიკარგა", 2-3 თამაშს თუ არ ჩავთვლით. ის რომ არც "ნაპოლი" ბრწყინავს, ამას ნუ დავაბრალეთ. ვერ გაუძლო წნეხს.როგორია, უცებ რომ მოექცევი ყურადღების ცენტრში, მასზე ფილმების გადაღება, წიგნების წერა.ჩვენ ხომ სულსწრაფები ვართ, ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცით. მარტო "ნაპოლის" სუსტ თამაშში არაა საქმე, თვითონ ვერ გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი. ახალი ვერაფერი ისწავლა, ხელების ქნევის, ფურთებისა და არასპორტული საქციელის გარდა . მართლა გული მწყდება, რომ საშუალო დონის ფეხბურთელად ყალიბდება.
nik88
08:03 09-12-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული