"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Campania Sport-ის ეთერში ამ მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი თავის აჩრდილია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.

"ეს ყველაფერი მაცარის ბრალი სულაც არ არის, მას გუნდის ჩაბარება რთულ პერიოდში მოუწია.

"ნაპოლი" საუკეთესო ფეხბურთელებმა დააღალატეს, არ მესმის, როგორ ვერ შეძლო მეკარესთან პირისპირ მყოფმა კვარაცხელიამ გოლის გატანა? ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე სუსტად ჩაატარა. "ატალანტასთან", მადრიდის "რეალთან", "ინტერთან" გუნდი საშინლად გამოიყურებოდა", -
განაცხადა კიარელომ.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altანგისას ჟესტი კვარაცხელიას - კამერუნელმა ქართველის ქმედება არ მოიწონა

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩა,გეყო მანდ ბურთის კოტრიალი. ჩამოდი დროზე ზუგდიდში, ქალაქის მერობა უფრო მოგიხდება ( ფულსაც მეტს იშოვი და ოჯახსაც გაახარებ).
ჟორა
09 დეკემბერი 2023 10:54
16
ჟორაა...ხვიჩას შეეშვი და კოლა მოძებნე,ან ფუნიკულორი
ადამიანი
09 დეკემბერი 2023 11:52
2
ვა,იტალიას თავისი გვარამია-სანაიები არ აკლია,აი?!
ადამიანი
09 დეკემბერი 2023 11:50
10
მაფიოზა ნაპოლი! მადლობაც სთქვით ხვიჩა თქვენთან, რო თამაშობს!
ალ კაპოტე, უმბერტოს!
09 დეკემბერი 2023 15:12
3
კიარელოს ცოლმა თქვა ჩემი ქმარი ლოგინში ყველაზე ცუდიაო
Levani
09 დეკემბერი 2023 03:34
25
კაი ხოო გეყოთ, მოდის ვსო თბილისის დინამოში ვსო, აღარ უნდა თქვენი ევროპა! :)))
ბაქარ
09 დეკემბერი 2023 05:46
11
ფსიქოლოგიური მიზეზი ისაა (და ძალიანაც სწორი)რომ როცა არ გიფასებენ გარჯას, ვეღარ ირჯები ისე როგორც შეგიძლია,მიუხედავად თუნდაც სურვილისა. დიახაც მსიამოვნებს ლაურენტისის გუნდის მარცხი. კვარა თავის ადგილს იპოვის და ნაპოლი კვარას გარეშე რომ ვერაფერს შვება კი ვხედავთ. დანარჩენმა გუნდმა ითამაშოს გაიტანოს და მოიგოს; ხო აქვთ კვარაზე მეტი ხელფასი? ხოდა იმათ მოთხოვონ პასუხი და კვარა გაყიდონ თუ არ აფასებენ. აბა როგორ გინდათ?? ლაურენტისის დაუნახაობა და დაუფასებლობა რას მოუტანს ნაპოლის აგერ ვნახავთ და ძალიანაც კარგი.
მისანი
11 დეკემბერი 2023 01:32
0
ხვიჩას მეტს,ვერავის ხედავენ?! რა გაუწყალეს გული!
ანა
10 დეკემბერი 2023 19:08
0
ხვიჩა თავად მტკივნეულად განიცდის ყოველ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას და შეცდომას, რაც ხელს უშლის მას თამაშში. ასეთი ბრიყვი ჟურნალისტების დაუნდობელი კომენტარები მას დამატებით ძაბავს, რაც ნეგატიურად აისახება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა თანდათანობით შეეგუება ამ რთულ გარემოს და შეიმუშავებს იმუნიტეტს შეცდომის გადამეტებულ დარდზე ან ბრიყვების თავხედურ კომენტარებზე. გულთან ახლოს ნუ მიაქვს ყოველი შეცდომა. შეცდომის გარეშე არანაირი საქმე არ გამოდის! ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ის დახმარებისთვის მიმართავს ქართულენოვან კარგ ფსიქოლოგს. ფორცა კვარა!!!
დო მაჟორი
10 დეკემბერი 2023 15:58
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული