კვარაცხელიამ სრული დატვირთვით ივარჯიშა, ოსიმენი კი მაროკოში გაფრინდა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია მსუბუქი გრიპის გამო გუშინ მხოლოდ სპორტულ დარბაზში დაიტვირთა, დღეს კი გუნდთან ერთად სრულად ივარჯიშა და "ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" დაეხმარება.

Il Mattino წერს, რომ კვარაცხელია, სავარაუდოდ, სასტარტოში იქნება, მაგრამ თუ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იქნა, შეიძლება მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ძირითად შემადგენლობაში ჯაკომო რასპადორი დააყენოს.

ასევე გუნდთან ერთად ივარჯიშა კაიუსტემ, ხოლო მარიო რუიმ - ინდივიდუალურად. მატიას ოლივეირა თერაპიის კურსს გადის.

ვიქტორ ოსიმენი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე მაროკოში გაემგზავრა და იტალიაში გვიან ღამით დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დღემდე მჯერავს ამ კაცის და დარწმუნებული ვარ , რომ ის ფურორს მოახდენს მსოფლიო ფეხბურთის სამყაროში!!!
NAPOLI!
19:56 11-12-2023
5
მიდი კვარა, მიდი კვარა დაუბნელე ჩვენს მტრებს თვააალი..., მალე გოლსაც რო გაიტან მოეხვნებათ დედის ტააახტი....
მაცი ხვიტია
22:16 11-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული