რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბრაგასთან" მატჩში?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ნაპოლიმ" "ბრაგას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა 7.4 ქულა დაუწერა, Flashscore-მა კი - 7.4

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" C ჯგუფში 10 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა 18 დეკემბერს გაიმართება.

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 35 /
თამაშამდეც ვწერდი ხვიჩა ამ 4-3-3 სქემაში რეგრესს განიცდის და სქემა სასწრაფოდ შესაცცვლელიაქ მწვრთნელს თქო მაგრამ ისევ იგივე. სისწრაფე ვაღიაროთ სამწუხაროდ დაკარგული აქვს და ვილოცოთ ეს მხოლოდ ცუდი ფიზიკური კონდიციის ბრალი იყოს, ეს მაძარი კიდე ტაქტიკას არ ცვლის 3-5-2 -ზე და ისედაც შენელებულ ხვიჩას უკან სირბილით იმ შეზღუდულ ენერგიასაც აცლის ნათანისთვის დაცვაში მისახმარებლად მონოტონური სირბილი. ამის გამო კი შეტევაში ვიღებთ განახევრებულ გამოფიტულ ხვიჩას რომელსაც 2 მიჩენილი მეურვე მარტივად ანეიტრალებს. ცალკე თემაა ეს ყბადაღებული საფინიშო დარტყმა ამას მრავალსაათიანი ვარჯიშების გარდა ვერაფერი გაუუმჯობესებს. ზედმეტად ემოციურია თვითოეულ მომენტს განიცდის და "იგრუზება" ეს კი დამღუპველია ფეხბურთელისთვის. დააკვირდით ბურთს როცა ურტყამს თითქოს მთელი დაძაბულობა აღებეჭდება სახეზე იმ მომენტში, რაც პირიქით უნდა იყოს როცა შემტევი ხარ და გოლის გატანაც გევალება დინჯად და აუღელვებლად როგორც სნაიპერს ისე უნდა უშვებდე ბურთს კარისკენ და არა ესე მთელი ძალით მოქნეულს რომელსაც ბუნებრივია ზუსტ ტრაექტორიას ვერანაირად ვერ მისცემ.
Charley
03:35 13-12-2023
5
ადრე ნაპოლის თამაშებს ვუყურებდი რადგან კარავაჯო თამაშობდა, ეხლა უკვე უბრალოდ იმის გამო რომ ქართველი თამაშობს. ასე მგონია რომ ძალიან ბევრი რამ დაავიწყდა რაც შეეძლო...ან ზედმეტმა ყურადღებამ და პასუხისმგებლობამ ფსიქოლოგიურად შებოჭეს! უკვე მარტივ პასებსაც აფუჭებს, მომენტების რეალიზებას და სხარტ აზროვნებას რომ თავი დავანებო. იმედია გადალახავს ამ ფსიქოლოგიურ შებოჭილობას და ხელახლა ისწავლის საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას! ნიჭი რომ აქვს, ეს უკვე დაგვანახა. მას ეხლა კარგი მწვრთნელი-ფსიქოლოგი სჭირდება, თორემ უკვე დიდხანს გაუგრძელდა ეს "ჩვეულებრივობა"
ბესო
02:31 13-12-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული