მაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სახლში 2:0 მოუგო "ბრაგას" და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ისაუბრა.

მაცარი აშკარად კმაყოფილი იყო და თქვა, რომ კომპაქტურად ითამაშეს, მეტოქეს სივრცეები არ დაუტოვეს, სამოქმედო არეალი შეუზღუდეს, აქედან გამომდინარე, სახიფათო კონტრიერიშების განხორციელების საშუალება ნაკლებად მისცეს, სამუშაოდ მეტი დრო ექნება, მომავალში უკეთ ითამაშებენ და 16 დეკემბერს "კალიარისთან" მძიმე შეხვედრას ელის.

მაცარის კითხვა დაუსვეს - "ოსიმენი და "კვარა". პირველმა გოლი გაიტანა, მეორემ კი თამაში გააუმჯობესა?" ნეაპოლური გუნდის თავკაცმა მოკლე პასუხი
გასცა: "ისინი ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან. დღეს გახარებული ვარ, რადგან პროგრესი დავინახე".

მომზადებულია tuttonapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა, ნუ უსმენ ამ ლუზერებს. ხან ამბობენ დრიბლინგს მოუკლოო და ახლა ამბობენ ბრაგასთან ზედმეტად დრიბლინგობდაო? ბოლბოოლო ჩამოყალიბდით, ლუზერიტოებო. ხვიჩა, შვილო, ერთ რამეს დავაკვირდი. შენი პასები ყოველთვის მოულოდნელი და მწვავეა, მაგრამ ხანდახან დარტყმა სუსტია და პარტნიორამდე ვერ აღწევს. ამას უნდა გამოსწორება. ცოტა ძლიერი პასი მიზნამდე მიაღწევს.
გიორგი
14:08 13-12-2023
2
მაცარიმ კვარა რომ არ შეცვალა, ამით მიანიშნა ყველას, რომ ხვიჩა ნაპოლისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.
ბმბ
14:05 13-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული