"ბრაგასთან" ნამატჩევს (2:0) "ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კომენტარი Mediaset Infinity+-სთან გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას გამოექომაგა:
"არავინ არ უნდა მისცეს თავს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება იმის გამო, რასაც აკეთებს და რაც გასულ სეზონში გააკეთა. ახლა ხალხი მას ძირითადი მომენტების მიხედვით აფასებს, მაგრამ თუ ხედავთ, რასაც თამაშისას აკეთებს - ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუდამოდ გასათავისუფლებლად მხოლოდ გოლი აკლია. ის შესანიშნავი ბიჭი და განსაკუთრებული ფეხბურთელია, არავის აქვს მისი კრიტიკის უფლება".