კიტეიშვილის "შტურმმა" 0:3 წააგო, მაგრამ ევროტურნირებზე დარჩა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „შტურმი“ პორტუგალიაში „სპორტინგთან“ 0:3 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 74-ე წუთამდე ითამაშა. მისი გარჯა sofascore-მა 6.6 ქულით შეაფასა, flashscore-მა - 6.5-ით, Whoscored-მა კი - 6.2-ით.

„შტურმი“ D ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და 23 წლის შემდეგ პირველად გააგრძელებს ასპარეზობას გაზაფხულზე ევროტურნირებზე - კონფერენს ლიგაზე გადაერთვება.

ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი - შტურმი 3:0
გოლები: 1:0 დიოკერეში (39),2:0 ინასიო (61), 3:0 ინასიო (70)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული