კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვიქტორ ლეონენკომ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტია, პრემიერლიგის საშემოდგომო ნაწილის საუკეთესო მარცხენა მცველის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
მან თქვა, რომ ირაკლი აზაროვი სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდება და იხუმრა, ის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხომ არ არისო. ეს თანამდებობა 2010-2014 წლებში ნიკოლაი აზაროვს ეკავა.
"აზაროვი "შახტარიდან"? ის რა, ყოფილი პრემიერ-მინისტრია? მან ცოტა ითამაშა - მარცხენა ფლანგზე მიმდინარე სეზონის ერთ მესამედში მისი კონკურენტები ასპარეზობდნენ, ამიტომ სეზონის სიმბოლურში ნამდვილად ვერ მოხვდება.
ერთი დონის დუბინჩაკი და ვივჩარენკო კონკურენტებთან ასევე იყოფდნენ
სათამაშო დროს, ამდენად ძნელია მსჯელობა მათზე, რადგან მატჩების ნახევარი სათადარიგოთა შორის გაატარეს. საუკეთესოდ დიბანგოს დავასახელებ. ის თავის ფრთაზე აქტიური და აგრესიული იყო, თამამად გარბოდა შეტევაში, რაც ახლა განაპირა მცველებში მოდურია".
Არ მოისვენებენ,ყველაფერს გააკეთებენ სანამ თხასავით არ გაგყიდიან....
Სლავა უკრაინე!გეროიამ სლავა!ვაი თქვენს პატრონს!
რა თქვა ტყუილი?
სეზონის საწყისი მესამედი ძირითადში არ ყოფილა და რანაირად უნდა მოხვდეს სიმბოლურში?