ხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა.

მატჩი ტექნიკური პრობლემების გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ ტრავმირებული ზილენსკის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კაიუსტე დააყენა. ნეაპოლელებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდნენ. კვარაცხელიას ნანდესი მეურვეობდა და უხეშობასაც არ ერიდებოდა, ორჯერ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და ბოლო საჯარიმოდან პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი რაჰმანიმ თავით ძელს გაარტყა. ცოტა ხანში კაიუსტემ ხელსაყრელი პოზიციდან ვერ უწია მიზანს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. შანსი
სარდინიელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ ნანდესს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩა ნანდესს გაექცა, გოლდანიგამ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო.

შესვენების შემდეგ „ნაპოლის“ მომენტების შექმნა უჭირდა და რაჰმანისა და კაიუსტეს ნაცვლად მოედანზე მარიო რუი და რასპადორი შევიდნენ. „კვარამ“ პასი მარიო რუის გაუკეთა, პორტუგალიელის ჩაწოდებულ ბურთს კი ოსიმენმა თავურით სკუფეტის კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა, პავოლეტიმ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მერე ოსიმენმა რამდენიმე მცველს აჯობა, მისი პასით ქართველმა მეტოქის კარი დალაშქრა, 89-ე წუთზე შეცვალეს და "ნაპოლიმ" მძიმე მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 20 დეკემბერს სახლში თასზე „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კალიარი 2:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (69), 1:1 პავოლეტი (72), 2:1 კვარაცხელია (75)

მკითხველის კომენტარები / 38 /
წესით ნაპოლის ბარსასთან უნდა წაეგო, მაგრამ შემთხვევით გაუმართლა და ეს გამართლება ტაქტიკურ გამარჯვებად ჩაუთვალეს კალცონეს. ამჟამად საქმე პირიქით იყო, კალიარი აგებდა და წინ უნდა წასულიყო, სწორედ ასეთ დროს იყო საჭირო კვარა ოსიმენი და სწრაფი რასპადორი, კალცონემ მათ ნაცვლად შემოიყვანა ფეხბურთელები, რომელთაც პრესინგი ეხერხებად, მაგრამ ბურთის წინ წაღება არა და მოხდა ის, რაც როდისმე უნდა მომხდარიყო. როგორც ეტყობა კალცონეს ანტიფეხბურთის თამაში თამაში ეხერხება, ხოლო ფეხბურთის ნაკლებად.
დურუ
25 თებერვალი 2024 21:34
0
სპალეტიმ დროზე გაასწრო მაქაურობას, ეს ლაურენტესმა რაც გააკეთა გარსია მოიყვანა, მერე იმაზე უარესი, ეს ახალი მწვრთნელი კი ორივეზე უარესია. ბარსასთან გაუვარდათ, აქ კი გამოჩნდა რა მწვრთნელიც არის. ცენტრიდან საერთოდ ვერ ამწვავებენ ვერანაირად, ის გოლიც დაცვის შეცდომას მოყვა. შეტევა ფაქტიურად არ არის, დაცვა უსუსტესია, შუა ზონაც სუსტია. სწრაფი ბურთი არ მოძრაობს და გუნდი ზანტივითი თამაშობს.
zaza
25 თებერვალი 2024 21:03
0
დმანისში აღმოჩენილი ზეზვა და მზიას თავის ქალები, დადასტურებულად ნიშნავს რომ პირველი ევროპელები ჩვენ ვიყავით, ხვიჩაც ესეთი დიადია, ვილოცოთ მისთვის, რომ დიდხანს იკიაფოს მისმა ვარსკვლავმა, გენმა.
tornike
17 დეკემბერი 2023 12:04
7
დასაჯერებლად ძალიან რთული პასი მიიღო და იმპოლსურად იმოქმედა, ეს არის კლასი,დიდება ქართულ გენს. ადამიანი ხატავს, ქარგავს და გადამეტებული კრიტიკა აქ უკვე მარაზმია.
tornike
17 დეკემბერი 2023 11:42
5
კაცმა ცარიელ კარში შტანგას გაარტყა, რამოდენიმე სანტიმეტრი და ააცილებდა. მიზანზე აქვს სამუშაო
გორი
17 დეკემბერი 2023 11:34
13
მიზანზე რომ იმუშაოს, შენ მოგარტყამს და ეგ გინდა?
ჭიჭე!
25 თებერვალი 2024 21:29
0
არც ეგაა საჭირო, მერე ყველა მოჭიდავეს მერობა და გუბერნატორიბა მოუნდება
mevludi-ს
17 დეკემბერი 2023 16:56
2
ყველა გამოხმაურება
კარგია რო გავიდა ეგ ბურთი, განადგურდებოდა ფსიქოლოგიურად რო ვერ გაეტანა
123
17 დეკემბერი 2023 10:30
3
მაგარი გოლი იყო შენი მაგარი თამაშის კულმინაცია, გენაცვალე ხვიჩა.
უბრალოდ ჩვენ ყველამ ხომ შენზე მაგარი ფეხბურთი ვითამაშეთ და ,,დაჟე,, ზოგს ბურთი საზამთრო გვეგონა, ბარსელონები და მადრიდები რა მოსატანია, მარსი, ვენერა და ვინც მთვარეზე თამაშობდა, სუსტი იყო და ამიტომ გასწავლით ჭკუას. ფეხებში კი ჩვენ ნაჯახს გვირტყამდნენ და მაინც მაგრები ვიყავით, იმიტომ არ მოგვწონს შენი თამაში.)))
100%
17 დეკემბერი 2023 10:02
3
არა სწორია:კარგად ვერ დაარტყა,კინაღამ ააცილა.-სწორია:პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა და მეორე თვითონ გაიტანა.
გოჩა
17 დეკემბერი 2023 06:39
1
ხათუნა გენაცვალე ყველა გოლი შედის ისტორიაში)
დავით
17 დეკემბერი 2023 16:59
1
გეთანხმებით, ვინც მასე წერს, ბოდავს. ხვიჩამ მაგარი " შტანგა- გოლი" გაიტანა, მაგრამ ოსის აკენწვლის კლასმა გადაფარა თამაში. საერთოდ, გუშინდელი ოსიმენის ასისტი და ხვიჩას გოლი იყო შედევრი და აუცილებლად შევა ფეხბურთის ისტორიაში
ხათუნა
17 დეკემბერი 2023 09:47
2
პირველ რიგში ვულოცავ ხვიჩას და მის გულშემატკივრებს. ბრავო ხვიჩა დღეს კარგად ითამაშე ბოლომდე იბრძოდი დაკარგულ ბურთზე და საერთოდაც კარგი თამაში გამოგივიდა. ახლა რაც შეეხება კრიტიკოსებს სულ გორავსო. გაფიცებთ სხვა თამაშს უყურეთ? ტიპს მარტო ნაჯახს არ ურტყამენ რა ქნას რომ ტკივა დეიკიდოს? პროსტა რჩევა მიეცით თუ მაგრები ხართ. რა ქნას მაშინ როცა გარბის მაიკაზე ქაჩავენ აჩუქოს ფორმა და შორტის ამარამ ირბინოს? ტიპი ქართული ფეხბურთის მეფეა , ევროპას აზანზარებს ნებისმიერი გუნდი ორმაგ დაცვას უყენებს და დავალება აქვთ რომ ურტყან ფეხებში რაც შეიძლება მეტი და თქვენ ვითომ კრიტიკოსები სირბილს უწუნებთ? აუ ხვიჩა მეგობარო მართლა მაინტერესებს ამდენს გირტყამენ ფეხებში და როგორ დარბიხარ კიდე?
roma bejanidze
17 დეკემბერი 2023 01:59
2
ნაპოლის ხვიჩას გარდა ბურთის დამჭერი კაცი არ ჰყავს. ხვიჩას გაყვანის შემდეგ გაბმულად 10 წამი ვერ გაიჩერეს ბურთი.
Რაგბის ფანი
17 დეკემბერი 2023 01:17
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული