"რას ვიზამთ, მათ კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი ჰყავთ" - კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "კალიარის" მატჩის (2:1) შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, რთულია იმ გუნდის დამარცხება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ.

"ნაპოლის" ვულოცავ, მათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სახით ნამდვილი ჩემპიონები ჰყავთ, ეს მოგება სწორედ მათი დამსახურებაა, მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დაგვაკლდა.

ჩემი საქმე შესრულებული იქნება, თუ "კალიარი" სერია A-ში დარჩება", - განაცხადა რანიერიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "კალიარი" 13 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

alt

რას ვიზამთ, მათ კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი ჰყავთ" - კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ" />tuttonapoli: რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნის უჩვეულო ჟესტი?

alt"კვარაცხელია ძველებურად აათამაშა" - იტალიელი ჟურნალისტი მარიო რუიზე

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "კალიარისთან" მატჩში?

altხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა,ლეგენდარული ადამიანი რომ ასეთ კომპლიმენტს გიძღვნის
ზურა
17 დეკემბერი 2023 21:30
2
რანიერი არაა ცუდი კაცი, მაძარიც ჯიგარი აღმოჩნდა, ფეხბურთელების მიმართ დადებითი დამოკიდებულება ყველაზე დასაფასებელია მწვრთნელში
nika
17 დეკემბერი 2023 18:45
2
მიზნის მისაღწევად ცოტა დაგვაკლდაო... რა ცოტა დაგაკლდათ თქვე კაი ხალხო, ასეთი დოზით უხეშობა და ნადირობა ფეხბურთელებზე, განსაკუთრებით ხვიჩასთან მიმართებაში, სხვა გუნდთან არ მახსოვს.
ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ დავაჯარიმებდი ასეთ გუნდებს და თუ იგივეს გააგრძელებდნენ, დისკვალიფიკაციას მივცემდი. თუ ასე თამაშობს კაგლიარი, მაშინ ისევ ბ ჯგუფში უნდა გადაბრძანდნენ.
ხათუნა
17 დეკემბერი 2023 09:39
4
ამაზე ობოექტური შეფასება არ არსებობს. ჩვენ ძალიან ბევრი ავადმყოფი გვყავს საქართველოში.
გიორგი
17 დეკემბერი 2023 02:15
2
კლაუდიო აბა ქართველ ჰეითერებს კითხე?!
გიორგი
17 დეკემბერი 2023 00:37
3
სამწუხაროდ არიან და თანაც ბევრნი.
ლაშას
17 დეკემბერი 2023 12:01
2
ბოროტ ხალხს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე.
გიო
17 დეკემბერი 2023 04:08
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული