"რას ვიზამთ, მათ კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი ჰყავთ" - კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "კალიარის" მატჩის (2:1) შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, რთულია იმ გუნდის დამარცხება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ.

"ნაპოლის" ვულოცავ, მათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სახით ნამდვილი ჩემპიონები ჰყავთ, ეს მოგება სწორედ მათი დამსახურებაა, მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დაგვაკლდა.

ჩემი საქმე შესრულებული იქნება, თუ "კალიარი" სერია A-ში დარჩება", - განაცხადა რანიერიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "კალიარი" 13 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

alt

რას ვიზამთ, მათ კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი ჰყავთ" - კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ" />tuttonapoli: რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნის უჩვეულო ჟესტი?

alt"კვარაცხელია ძველებურად აათამაშა" - იტალიელი ჟურნალისტი მარიო რუიზე

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "კალიარისთან" მატჩში?

altხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამაზე ობოექტური შეფასება არ არსებობს. ჩვენ ძალიან ბევრი ავადმყოფი გვყავს საქართველოში.
გიორგი
02:15 17-12-2023
2
კლაუდიო აბა ქართველ ჰეითერებს კითხე?!
გიორგი
00:37 17-12-2023
3

სიახლეები პოპულარული