"რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ზილიანიმ "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ზილიანის თქმით, მეტოქეები "კვარაზე" თამაშის წესებს ხშირად არღვევენ და მსაჯებმა ქართველი ფეხბურთელი უნდა დაიცვან.

"კვარაცხელიასადმი მეტოქეების სიუხეშე შემაშფოთებელია. "ნაპოლის" გარემარბმა კიდევ ერთი დიდი მატჩი ჩაატარა "კალიარის" წინააღდეგ, მაგრამ ნანდესმა და სხვა მოთამაშეებმა უამრავი დარტყმა მიაყენეს, თუმცა მსაჯმა ამის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.

სულ მცირე 30 წელია, რაც საბჭო ახალი წესების შემუშავებაზე მუშაობს, რაც დაიცავს მას ვისაც ურტყამენ და არა ვინც ურტყამს, თუმცა ფაქტია, რომ შედეგს ვერ ვხედავთ.

რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში კვარაცხელიას დავკარგავთ", - განაცხადა ზილიანიმ.

alt"ვიქტორმა და ხვიჩამ 2022-23 წლების სეზონში დაგვაბრუნეს" - 433

 

alt"რას ვიზამთ, მათ კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი ჰყავთ" - კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ

alttuttonapoli: რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნის უჩვეულო ჟესტი?

მკითხველის კომენტარები / 15 /
წარმოიდგინეთ, ბუცები როგორი ელასტიურია და მოწინააღმდეგე, რომ შიპებით ძალით ფეხს დაგკრავს, რა მოგივა. მასეთ ფეხბურთელს მთელი სეზონი თამაში უნდა აუკრძალო და დაზარალებულის სამკურნალო ფული გდაახდევინო.
ჭიჭე!
23:26 21-12-2023
0
ისე ბინძურად თამაშობდნენ განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხვიჩას მიმართ, რომ გული მერეოდა უკვე. ამას ფეხბურთი არ ჰქვია, ხვიჩასთან ყველა უხეშად თამაშობს, მაგრამ ეს გუნდი გამოირჩეოდა, კლასი რომ დაბალი აქვთ, უხეშობაზე გადადიან.
ძალიან მკაცრი წესები უნდა იყოს ფეხბურთელზე ნადირობის წინააღმდეგ. დისკვალიფიკაციაც შეიძლება გუნდის, ან მაღალი ჯარიმები, მშვენივრად შეუძლიათ რამე მოიფიქრონ.
ხათუნა
09:26 18-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული