"რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ზილიანიმ "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ზილიანის თქმით, მეტოქეები "კვარაზე" თამაშის წესებს ხშირად არღვევენ და მსაჯებმა ქართველი ფეხბურთელი უნდა დაიცვან.

"კვარაცხელიასადმი მეტოქეების სიუხეშე შემაშფოთებელია. "ნაპოლის" გარემარბმა კიდევ ერთი დიდი მატჩი ჩაატარა "კალიარის" წინააღდეგ, მაგრამ ნანდესმა და სხვა მოთამაშეებმა უამრავი დარტყმა მიაყენეს, თუმცა მსაჯმა ამის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.

სულ მცირე 30 წელია, რაც საბჭო ახალი წესების შემუშავებაზე მუშაობს, რაც დაიცავს მას ვისაც ურტყამენ და არა ვინც ურტყამს, თუმცა ფაქტია, რომ შედეგს ვერ ვხედავთ.

რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში კვარაცხელიას დავკარგავთ", - განაცხადა ზილიანიმ.

alt"ვიქტორმა და ხვიჩამ 2022-23 წლების სეზონში დაგვაბრუნეს" - 433

 

alt"რას ვიზამთ, მათ კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი ჰყავთ" - კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ

alttuttonapoli: რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნის უჩვეულო ჟესტი?

მკითხველის კომენტარები / 15 /
მერამდენედ ვწერ, რომ ფეხბურთში უნდა შემოვიდეს წესი: ერთ ფეხბურთელზე გამომუშავებული (მიღებული) 2 ყვითელი = 1 პენალტს! წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ფეხბურთელი თითოჯერ ჩაარტყავს ფეხში და შედეგი მხოლოდ ტრავმა იქნება.
ვაჟა მასწავლებელი
14:54 17-12-2023
5
წესები, რაც უფრო ლმობიერია დამრღვევის მიმართ, მით უფრო მკაცრია მსხვერპლის მიმართ. წესების დანიშნულება კი მსხვერპლის დაცვაა და არა დამრღვევის. დაიწერეთ ეს ცხვირზე ფეხბურთის მესვეურებო და შეადგინეთ ფეხბურთის ტალანტების დამცავი წესები, მაგათ გარეშე ფეხბურთი მოკვდება. ფეხბურთში დრიბლინგია სასეირო და არა ბურთის იქით-აქეთ გორება, ეს ხომ მაყურებელსაც შეუძლია.
ჟორა გაბრიჭიძე
15:29 17-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული