მაცარი: კვარაცხელიაზე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჯერ არავინ იცის

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "კალიარისთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

მაცარის თქმით, ხვიჩასთან ფსიქოლოგიურ ასპექტზე ბევრს მუშაობს.

"გასულ სეზონში ხვიჩა ყველამ აღიარა და ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა როდესაც მატჩებში გოლების გატანას ვერ ახერხებს, კრიტიკის ობიექტი ხდება.

იცით, ეს ისტორია არავინ იცის, "კალიარისთან" მატჩამდე მთელი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოთამაშისთვის სიმშვიდეს. ახლა მენტალურად უფრო ძლიერია, დღეს მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

არაჩვეულებრივი ბიჭი და დიდებული ადამიანია, რომელიც პრობლემებს არასდროს შეგვიქმნის", - განაცხადა
მაცარიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

alt"ვიქტორმა და ხვიჩამ 2022-23 წლების სეზონში დაგვაბრუნეს" - 433

alttuttonapoli: რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნის უჩვეულო ჟესტი?

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "კალიარისთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 10 /
მწვრთნელი რომ ასე ისაუბრებს შენზე და ასე თბილად მოგექცევა ეს ძალიან კარგია. ამავე დროს ამას დამსახურება სჭირდება! ყოჩაღ ხვიჩა. ქართველების იმედი ხარ!
რერო
11:22 17-12-2023
2
ეს კაცი მართლა კარგი ტიპი ჩანს და ხვიჩას მიმართ მაგარი მიდგომა და დამოკიდებულება აქვს. ეს შესანიშნავია!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული