მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ პირისპირ გასულ პალასონს მამარდაშვილმა არ გაატანინა. შესვენების შემდეგ თამაში, რომელიც თვალსასეირო არ იყო, გათანაბრდა და სტუმრები კანოსმა დააწინაურა. კომპენსირებულ დროში მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ვალენსიელთა მცველი დიახაბი გააძევა, დედაქალაქელები შტურმზე გადავიდნენ, გიორგიმ კუთხურიდან კარში ჩახვეული ბურთი მუშტით მოიგერია და მისმა გუნდმა გაიმარჯვა.
ანალიტიკურმა საიტებმა ქართველის თამაში ასე შეაფასეს: Sofascore - 6.8, whoscored - 6.7, Flashscore - 6.7.
„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ გაიმარჯვა, 23 ქულით მეათე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 3 იანვარს სახლში „ვილიარეალთან“ ჩაატარებს.
მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“
რაიო ვალეკანო - ვალენსია 0:1
გოლი: კანოსი (51)
გაძევება: დიახაბი (90, ვალენსია)