"გიორგი "აიაქსში" იტანჯება" - "მეცის" მწვრთნელმა მიქაუტაძეზე და მის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-17 ტურში "მეცი" გასვლაზე პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩის წინ პრესკონფერენცია გიორგი მიქაუტაძის ყოფილი გუნდის მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ გამართა, სადაც გუნდში ქართველი ფორვარდის შესაძლო დაბრუნების შესახებაც დაუსვეს კითხვა.

"მიქაუტაძე "აიაქსში" იტანჯება. აქ მას განსაკუთრებული წელი ჰქონდა და დიდებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

ლიგა 2-ში მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ლიგა 1-შიც ძალიან კარგად დაიწყო, ახლა კი ეს იმპულსი შეწყდა.

დაბრუნება? მე ყოველთვის მეშინია მსგავსი ოპერაციების, თანაც, თუ პაციენტი ჩემი ოჯახიდანაა. რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში
ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჩემი გაწვრთნილი კლუბებიდან წასული ფეხბურთელები ადრეც დაბრუნებულან და ეს ზოგჯერ მუშაობდა, ზოგჯერაც - არა. მიქაუტაძის შემთხვევაში კი იმედი მაქვს, მონეტა მარჯვენა მხარეს ამოვა", - თქვა ბოლონიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეცმა" და "აიაქსმა" მიქაუტაძის იჯარაზე მოილაპარაკეს და ქართველი სეზონის ბოლომდე ყოფილ კლუბს დაუბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯობია, ჯობია დაბრუნება. იტანჯება მაგას აღარ ჰქვია. აიაქსი ეხლა როგორც არის, ასე აპირებს ფონს გასვლას და მანდ მიქაუტაძის ადგილი არ არის. რომ შეხვდეს ამ მეცს, დარწმუნებული ვარ, ვერაფრით აჯობებს. ამიტომ ფაქტია, მიქაუტაძის აიაქსში გადასვლა დიდი შეცდომა გამოდგა
:)))))))))))
13:12 20-12-2023
0
მიქაუტაძის კარიერაში დაუფასებლობა დაყვება სულ. ჯერ იყო, ლიონის აკადემიიდან გაუშვეს, მერე მეცმა ორჯერ გაანათხოვრა ბელგიის სუსტ გუნდში, ახლა აიაქსში შანსი არ მისცეს, მაგრამ ყოველჯერზე მიქაუტაძე წინ მიიწევდა, დარწმუნებული ვარ მომავალშიც ეგრე იქნება.
კრიტიკოსი
17:34 20-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული