"გიორგი ჩაკვეტაძესა და შოთა არველაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა" - Geo Team-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "უოტფორდმა" გიორგი ჩაკვეტაძეს იჯარით გაშვებაზე უარი უთხრა:

"გიორგი ჩაკვეტაძეს და "უოტფორდის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა, სადაც ინგლისურმა კლუბმა ზამთარში ქართველს წასვლაზე უარი უთხრა.

რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ გუნდში მიღებული სათამაშო დროით ქართველი შემტევი უკმაყოფილო იყო და მარტის თამაშებისთვის მოედანზე მეტი გატარებული დრო სურს, რის გამოც იანვარში კლუბის შეცვლაზე ფიქრობდა, თუმცა "უოტფორდში" ეუბნებიან, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ხედავენ.

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს "კარაგუმრუქის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემაც დაურეკა და მისი დამატების სურვილი გამოთქვა. ქართველებს შორის
პოზიტიური საუბარი შედგა. გიორგის წაყვანა ბრატისლავის "სლოვანში" ვლადიმირ ვაისსაც სურს.

იანვრის ბოლომდე რაღაცების შეცვლის ალბათობა არსებობს, თუმცა პირველი პასუხი "უოტფორდისგან" უარია".

Geo Team

მკითხველის კომენტარები / 15 /
shotas tu unda sikete gauketos saqartvelos nakrebs waiyvanos misi moqmedi tu potenciuri motamasheebi 2-3 kaci da atamashos,,magalitad arabidze, kvekveskiri,,gagnidzeebidan romelime, meqvabishvili an kalandadze..chakve da budu isedac karg gundebshi Arian shedarebit
gel-100
23 დეკემბერი 2023 21:19
0
გიორგი ცჰაკვეტაზეს.... დაგგუპავს ეგ არველაზე სჰენ, სჰენნაირები დაუგუპიაააა????
mesi
23 დეკემბერი 2023 15:05
13
მესი კი არა მხითარიანი ხარ,ეგრევე გიცანი!
წნევა
23 დეკემბერი 2023 22:04
4
ჩაკვე უოტფორდის საკუთრებაა თუ განათხოვრებულია?
ხვიჩა
22 დეკემბერი 2023 16:46
0
ჯერაც გენტის საკუთრებაა
ვანჩოპე
22 დეკემბერი 2023 19:12
0
ეს არველაძე მარტო ლაპარაკშია მაგარი. თან რაღა ჩაკვეტაძეს მიახტა, აქედან მაინც წაიყვანოს ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები და ათამაშოს.
ტუტა
22 დეკემბერი 2023 15:20
12
100% იანი ვინც რაღაცას აღწევს იმათ ეჩალიჩება მარტო და ეგ ყველაფერი მე ცუდ შთაბეჭდილებას მიქმნის..მართლა წაიყვანოს აქედან ვინმე თუ უნდა ქართული ფეხბურთის აყვავება...მჯერა რომ მოვა ისეთი თაობა რომ ძველებს გადაჯოკრის თუ არ და აკრძალეთ ფეხბურთი!!
ჟორა
22 დეკემბერი 2023 18:42
5
ეს არველაძე თურქეთ ვერ გაცდა. როგორც ქეცბაია კვიპროსს
თემო
22 დეკემბერი 2023 13:41
4
ორივემ დიდი ფეხბურთი ითამაშა და დიდი მწვრთნელები თუ ვერ იქნებიან არ იქნება პრობლემა.
Geo!
22 დეკემბერი 2023 16:50
4
ვოტფორდში ისედაც იჯარით არ არის? გენტის საკუთრებაშია და ვოტფორდი რა შუაშია? გამოისყიდეს უკვე?
Burton
22 დეკემბერი 2023 12:07
0
წლის ბოლომდეა იჯარა და მათი ნებართვის გარეშე,ვერავინ წაიყვანს.თვითონ გენტიც კი.
სოსო
22 დეკემბერი 2023 12:13
0
არაა არველაძის ვარიანტი ცუდი, მაგრამ მემგონი მაინც ჯობია გიორგი უოტფორში დალაგდეს, თუ გამოუვა რათქმაუნდა.
gionat
22 დეკემბერი 2023 11:03
1
გიორგიმ ჯობია თავისით მიაღწიოს წარმატებას ვიდრე ვინმეს დახმარებით თორემ სადაც შენი დაიკვეხნის იქ სხვისი არ დაგავიწყედეს
ჟორა
22 დეკემბერი 2023 10:56
5
არველაძეს უნდა თავის გუნდში გამოიყენოს ჩაკვეტაძე,თან მარტისთვის მაქსიმალურად მოამზადოს. ძალიან კარგი იქნება. ინგლისში უთამაშებელი ჩაკვეტაძე, თურქეთში მომზადებული და ფორმაში მყოფი,ნაკრებს ძალიან გამოადგება
ნუკრი
22 დეკემბერი 2023 10:55
11
თურქეთში უნდა წავიდეს და არ დაიწყოთ ახლა ინგლისიდან რო თურქეთში წავა და ა.შ.
დოღ ლიგაა ეგ ჩემპიონშიფი
Levani
22 დეკემბერი 2023 00:26
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული