"სად გაქრა კვარაცხელია?" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურში "რომამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, შემდეგ კი მის ნაცვლად თამაშში ჯაკომო რასპადორი ჩაერთო.

იტალიურმა მედია "კვარას" თამაშს გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"სად გაქრა კვარაცხელია? ფეხებში ძალიან ხშირად ურტყამენ, მცველებს აიძულებს რომ მის წინააღდეგ თამაშის წესები დაარღვიონ. მიუხედავად ამისა, არაფერი გამოუვიდა, ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევა არაა", - Areanapoli.

"ბევრს ცდილობდა, თუმცა მცველებმა მისი შეჩერება მოახერხეს, ამჯერად საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, მაცარიმ მისთვის რაღაც უნდა მოიფიქროს"- Sky
Italia.

"ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში იყო, ცდას არ აკლებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოურინიომ მისი გასანეიტრალებლად ბევრი იმუშავა" - Corriere dello Sport-ი.

"შარშანდელივით ვეღარ ბრწყინავს, თითქოს ის ძველი ხასიათი აკლია, თანაგუნდელებმა კარგი გადაცემებით ვერ მოამარაგეს, თამაშიდან გათიშული იყო" - Calcionapoli.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.

alt"თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს "ნაპოლი" იყო"- რა თქვა მაცარიმ "რომასთან" მატჩის შემდეგ

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

altკვარაცხელიას დიალოგი მოურინიოსთან - ორკაცნაკლული "ნაპოლი" "რომასთან" დამარცხდა [VIDEO]

altრა უთხრა მოურინიომ კვარას - იტალიელებმა ჟოზეს სიტყვები გაშიფრეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
სად არისო კვარა, სად არის? ძოძუაშვილმა იცის სადაც არის და ძოძუაშვილმა იცის სადაც არ უნდა იყოს, რომ იქ არის
პატრიოტი
16:23 25-12-2023
0
ის აქ არის,კარგად არის და გრიგალისებრ შესატევად კვლავაც მზად არის!
ვაჰმე
13:18 25-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული