"გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ წავიდა "მეციდან" - კობიაშვილმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე-ს" პირდაპირ ეთერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გაუკვირდა, როდესაც ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მეცი" დატოვა და სათამაშოდ ჰოლანდიის ერედივიზიონში გადავიდა.

"გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა "მეციდან", იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. ცხადია, რომ როცა "აიაქსი" შენით ინტერესდება და ამხელა თანხას
იხდის, რაღაც ინტერესი შენც, როგორც მოთამაშეს გაქვს, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ლიგა 1-ის დონე გაცილებით უკეთესია და ჯობია, ვიდრე ჰოლანდიის.

"აიაქსიც" მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს", - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, გავლენიანი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ცნობით, მიქაუტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე 6-თვიანი იჯარით "მეცში" დაბრუნდება, თუმცა ფრანგებს გიორგის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

alt"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

altლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

მკითხველის კომენტარები / 37 /
სიმართლე გითხრა მეც გამაკვირვა შენმა გადაწყვეტილებამ, დაქცეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დეპუტატობა რომ მოინდომა, ისიც თავის უბანში ძლივს მოუგო მეცოცხე მელიას, მთელი ცხოვრება გერმანიაში იცხოვრე და რაღა ვლადიკავკაზში გატარებულმა 1 წელმა გადაწონა, სად გინახია გერმანიაში ფედერაციის პრეზიდენტი დეპუტატად მიძვრებოდეს, ფედერაციაში კი ბიუჯეტის მჭამელთა კლანს ტოვებდეს თავისი უწიგნური ძმაკაცების სახით, გუნდები ბეჩავ კონფერენც ლიგაზე ვერ გადიან, ნაკრაბმა ძლივს სანაკრებო ბეჩავ ლიგაზე რაღაცას მიაღწია 1 ფეხბურთელის დამსახურებით, რომელიც 30 წელში ერთხელ იბადება და დაიბადება არა თქვენი დამსახურებით და იმ ფეხბურთელსაც ორივეჯერ თამაში აუკრძალით თქვენი დილეტანტობით, ნაკრების მწვრთნელად სტაჯიორი ჩამოიყვანეთ, კაპიტნად კი მყარად გყავთ ცისარტყელა
llcl
14:42 24-12-2023
11
მსოფლიო ფეხბურთის ჯადოქარო და ქართული პარლამენტის ლეგენდავ - ფედერაციის უდიდესო პრეზიდენტო კალაძის საძმოდან
ვინ წეიღო
23:24 24-12-2023
17

სიახლეები პოპულარული