გელაშვილმა იტალიაში გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია B-ს მე-19 ტურში "სპეციამ" სახლში "მოდენასთან" ფრეს (1:1) 22 წლის მცველის, ივა გელაშვილის კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მიაღწია.

გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 64-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქე გუნდის თავდამსხმელი დიეგო ფალჩინელი წააქცია და "მოდენა" პენალტით ანტონიო პალუმბომ დააწინაურა, 90+2-ე წუთზე კი ქართველმა სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მეხუთე მატჩში თავით გაიტანა.

ივას თამაში Flashscore-მა 7.4 ქულით, ხოლო Sofascore-მა 7.3-ით შეაფასა.

მწვრთნელის თანაშემწემ, რიკარდო ტადეიმ, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გელაშვილი ვარჯიშებზე მიზანმიმართულია, გოლი მისი შეცდომის შედეგად გაუშვეს, მაგრამ ანგარიში გაათანაბრა და
თავისი გარჯით ეს დაიმსახურა.

"სპეცია" 17 ქულით მე-18 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 იანვარს სტუმრად "კომოსთან" ჩაატარებს.

სპეცია. "ალბერტო პიკო"
სპეცია - მოდენა 1:1
გოლები: 0:0 პალუმბო (64, პენ), 1:1 გელაშვილი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 5 /
მომავალი ჩივაძეა თავისივე შეცდომებს თავად ასწორებს.
ეეე
22:24 26-12-2023
1
მემგონი სჯობს სპეციაში და მეცში იყო და სტაბილურად ძირითადში და არა აიაქსში და უოტფორდში და სათადარიგო სკამზე
ტოტტი
22:53 26-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული