"მარადონაზე" ანშლაგი იქნება - რა შემადგენლობით ითამაშებს "მონცასთან" "ნაპოლი"?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლი" "მონცას" დისკვალიფიცირებული პოლიტანოსა და ოსიმენის და ტრავმირებული ნათანისა და ლობოტკას გარეშე უმასპინძლებს.

დაშავებულია აგრეთვე ლინდსტრომი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. areanapoli ირწმუნება, რომ მომავალ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამ შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, კაიუსტე, ზელინსკი, რასპადორი, სიმეონე, კვარაცხელია.

მძიმე სიტუაციაში მყოფ "ნაპოლის" ერთგული გულშემატკივრები არ მიატოვებენ და ბოლომდე დაუჭერენ მხარს. ilmattino-ს ცნობით, გუშინ სალაროებში გატანილი ყველა ბილეთი გაიყიდა და "დიეგო მარადონაზე" ანშლაგი იქნება.

შეგახსენებთ, მატჩი 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სხვას ხვდება შემთხვევით , უნებურად.სათამაშო სიტუაციაში, ხვიჩას კი ურტყამენ მიზანმიმართულად, შეგნებულად, მწყობრიდან გამოსაყვანად , სათამაშო ეპიზოდი ხშირად დასრულებულია, მას მერეც აყენებენ დარტყმას! ამას თუ ვერ ხედავთ, ნუღარ უყურებთ !
ალექს
06:23 27-12-2023
2
მიკვირს, რატომ არ შეაქვს ნაპოლის კლუბს ოფიციალური საჩივარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მოურინიოზე? და მსაჯზეც, ბრალდების მიზეზი სახეზეა: ოსიმენი და პოლიტანო გაძევების გამო გამოტოვებენ თამაშს, თან პოლიტანოსთან ერთად მოწინააღმდეგეც იყო გასაყვითლებელი, რასაც მისი გაძევება მოჰყვებოდა, სამი ნეაპოლელი დამტვრეულია, აქედან ერთს ნეკნი აქვს ჩამტვრეული, მეორეს მხარი ამოგდებული, რა ოქტაგონზე, ხომ არ გამოდიოდნენ?
ჟორა
11:26 27-12-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული