"ნაპოლის" "კვარას" შემცვლელი უკვე ჰყავს, დე ლაურენტისმა პოლიტანო უნდა შეინარჩუნოს" - გუნდის ყოფილი ფორვარდი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა ემანუელე კალაიომ Canale 21-ის ეთერში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლუბისთვის ხვიჩას გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას ლინდსტრომი შეცვლის.

"რასპადორი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ ის შემტევი ნახევარმცველი არ არის, ჯაკომო ცენტრფორვარდია. მიუხედავად ამისა, გარსია ფლანგზე ათამაშებდა, სადაც შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენა უჭირდა.

მწვრთნელი რომ ვიყო, პოლიტანოს ძანოლით ჩავანაცვლებდი და არა ლინდსტრომით, თუმცა მატეოს შეცვლა სრულფასოვნად არავის შეუძლია, დე ლაურენტისმა მისი გაყიდვა არ უნდა განიხილოს. ლინდსტრომი 4-3-3 სქემაში კვარაცხელიას იდეალურად შეცვლიდა, თუ ქართველი "ნაპოლის" დატოვებდა", -
განაცხადა კალაიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ ტურში "მონცას' დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

altწლის ამბავი - ხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...

alt"მარადონაზე" ანშლაგი იქნება - რა შემადგენლობით ითამაშებს "მონცასთან" "ნაპოლი"?

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარაცხელია ისე რა,აი პოლიტანო კი შეუცვლელიაო,უბრძანებია ჭკუისკოლოფა ემანუელას.ისემც შენ რა გითხარი...
ვაჰმე
13:42 27-12-2023
5
დავიჯერო ყოფილი ფეხბურთელი ესეთ სისულელეს იძახის?
ვინც წავიდა ის ვერ შეცვალეთ (სპალეტი და კიმი) და ვინც წავა უკვე იმას ცვლით? ხვიჩას სულ რომ 100 მილიონი დახარჯოთ მაინც ვერ ჩაანაცვლებთ სრულფასოვნად, თორე ჩანაცვლებით სტალინი ჩაანაცვლეს და არ დაქცეულა ქვეყანა.
მეგრელი
16:05 27-12-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული