მწვრთნელების გაძევება და გაცხარებული კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "მონცას" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩი 0:0 დასრულდა.

პოლიტანოსა და ოსიმენის დისკვალიფიკაციის და ნათანის ტრავმის გამო ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციებზე მოქმედებდა და პერეირას ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი შანსი მასპინძლებს მე-40 წუთზე მიეცათ, მაგრამ ანგისას გატანა მეკარე დი გრეგორიომ არ დაანება, შემდეგ „კვარას“ დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ სრულ უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა მეკარესთან პირისპირ
გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. 66-ე წუთზე კარში დარტყმული ბურთი ხელზე მარიო რუის მოხვდა და პესინას პენალტიდან უხეიროდ დარტყმულ ბურთს მერეტი დაეუფლა. მერე კვარაცხელიამ ძერბინი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში „კვარამ“ ყვითელი ბარათი ჩიტადინის მიაღებინა. ამას ხვიჩასა და ბონდოს შეხლა-შემოხლა, ორივე ფეხბურთელის გაფრთხილება და ორივე გუნდის მწვრთნელის გაძევება მოჰყვა. ბოლოს "ნაპოლი" შტურმზე გადავიდა, გაეტანოს დარტყმული ბურთი დი გრეგორიომ მოიგერია და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 იანვარს გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 0:0
გამოუყენებელი პენალტი: პესინა (67, მონცა)

მკითხველის კომენტარები / 32 /
მაგრა გაბანძდა ნაპოლიც და კვარაც. ბრამა უნდა იყო ეს რომ ვერ დაინახო
gega
23:40 29-12-2023
24
კარგად ითამაშა, ალბათ გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ გოლზე დათარსულს ჰგავს.
ILIA
23:37 29-12-2023
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული